გვილიამ საგოლე გადაცემა გააკეთა - "ლეგია" გაჭირვებით გავიდა შემდეგ ეტაპზე

AutoSharing Option
ვაკო გვილიას "ლეგიამ" ვარშავაში ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 1:0 მოუგო "ლინფილდს".

პოლონური პრესის ცნობით, "ლეგიამ" თავისი საუკეთესო მატჩი ვერ ჩაატარა და მხოლოდ 84-ე წუთზე ხოსე კანტეს გატანილი გოლით მოიპოვა გამარჯვება. აღსანიშნავია, რომ 75-ე წუთზე სტუმრებს ნახევარმცველი მილარი გაუძევეს და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

კანტეს საგოლე გადაცემა გვილიამ გაუკეთა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

არმიული გუნდი 25 აგვისტოს, მეორე ეტაპზე, "არარატ-არმენიასა" და "ომონიას" შორის გამარჯვებულს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მანგარჲ ბოშჲ რექ ჯიმა...
ბაჩი
11:38 19-08-2020
3
წარმატებები ვაკო, შევა ლეგია ფორმაში და ლიგაზეც ითამაშებს
irakli
11:10 19-08-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული