გვილიამ საგოლე გადაცემა გააკეთა - "ლეგია" გაჭირვებით გავიდა შემდეგ ეტაპზე

AutoSharing Option
ვაკო გვილიას "ლეგიამ" ვარშავაში ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 1:0 მოუგო "ლინფილდს".

პოლონური პრესის ცნობით, "ლეგიამ" თავისი საუკეთესო მატჩი ვერ ჩაატარა და მხოლოდ 84-ე წუთზე ხოსე კანტეს გატანილი გოლით მოიპოვა გამარჯვება. აღსანიშნავია, რომ 75-ე წუთზე სტუმრებს ნახევარმცველი მილარი გაუძევეს და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

კანტეს საგოლე გადაცემა გვილიამ გაუკეთა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

არმიული გუნდი 25 აგვისტოს, მეორე ეტაპზე, "არარატ-არმენიასა" და "ომონიას" შორის გამარჯვებულს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მანგარჲ ბოშჲ რექ ჯიმა...
ბაჩი
19 აგვისტო 2020 11:38
3
წარმატებები ვაკო, შევა ლეგია ფორმაში და ლიგაზეც ითამაშებს
irakli
19 აგვისტო 2020 11:10
0
გვილიას მერამდენე ვუყურე ლაივს და ხაზგასმით ვამბობ ეს ბიჭი მზად არის საბუნდესლიგოდ... ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, მოედნის საოცარი ხედვა აქვს სწრაფი პასი დაყენებული დარტყმა რავიცი ძაან ვგულშემატკივრობ ვაკოს..
მევარმე
19 აგვისტო 2020 10:18
1

სიახლეები პოპულარული