ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქვილითაია და ჩაკვეტაძე უმწვრთნელოდ დარჩნენ

AutoSharing Option
ბელგიურმა "გენტმა" ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდის დანიელი მთავარი მწვრთნელი იეს ტორუპი თანამდებობიდან გათავისუფლდა და კლუბი დატოვა.

50 წლის დანიელი ბელგიურ კლუბში 2018 წლიდან მუშაობდა - მისი ხელმძღვანელობით ქვეყნის უძველესმა გუნდმა ბელგიის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და თასის ფინალშიც გავიდა.

მიმდინარე სეზონი კი "ბუფალომ" ძალიან ცუდად დაიწყო - საწყის ორ ტურში ორივე მატჩი წააგო, ჯერ გასვლაზე "სენტ ტრუიდენთან", შემდეგ კი სახლში - "კორტრიკთან".

აღსანიშნავია, რომ ტორუპი ქვილითაიას დიდად არ სწყალობდა, ჩაკვეტაძეს კი აქებდა, თუმცა... ჯერჯერობით მომავალი მწვრთნელის ვინაობა არ
დასახელებულა.

ასევე დაგაინტერესებთ