ქართველებს რონალდოს ექსდამრიგებელი უთავკაცებს

AutoSharing Option
გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძეს "გენტში" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლებათ - ეს ადამიანი 67 წლის რუმინელი ლაზლო ბოლონი გახლავთ.

ბოლონის ძალიან ბევრ კლუბში უმუშავია, მათ შორის, პაოკ-ში, "მონაკოში", "რენში", "ნანსიში"; ერთი პერიოდი რუმინეთის ნაკრებსაც თავკაცობდა, ბოლოს კი ბელგიური "ანტვერპის" დამრიგებელი იყო.

თუმცა რუმინელი სპეციალისტის კარიერაში ოქროს ასოებით ჩასაწერი ერთი "დეტალია" - ის 2001-03 წლებში სათავეში ლისაბონის "სპორტინგს" ედგა და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდოს პირველი მწვრთნელი იყო პროფესიონალურ დონეზე.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ტორუპი ცუდი მწვრთნელი არ იყო მაგრამ შეცდომა ის დაუშვა რომ რადგან დავიდი კარგ ფორმაში შეხვდა მის მწვრთნელობის პერიოდს გუნდი მასზე ააწყო და მერე ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდო. ჩაკვეტაძე მაინც უნდა გამოეყვანა ბოლო თამაშში და ის მაინც ექნებოდა სათქმელი აჰა ყველაფერი ვცადე და რა ვქნაო მაგრამ ყველაფერი არ სცადა ქართველები ასევთქვათ მოტეხა ახალ სეზონში და მადლობა ღმერთს მოხსნეს თანამდებობოდან
იაგო
20 აგვისტო 2020 20:41
3
ეხ იმედია მართლა ტორუპი იყო ჩაკვეს უთამაშებლობის მიზეზი და არა ტრამვა.
hhh
20 აგვისტო 2020 22:37
1
ვერ ვხვდები ტორუპისგან რა გინდათ. ჩაკვე ერთი წელიწადია არ თამაშობს თავისი ტრამვის გამო და არა მწვრთნელის, თორე როცა ჯანზე იყო სულ ათამაშებდა. ქვილი კიდე კონკურენციის ამბავია, თავდასხმაში იარემჩუკიც და დეპოიტრეც ჯობს და მაგ ორის გარდა კიდევ რამდენიმე ახალი თავდამსხმელი ყავს, მუშა მორბენალი ზანგები, მარა მაგათი თამაში დიდად არ მინახავს.
ჩაკვე ისეც და ასეც დაიმკვიდრებს ადგილს, მთავარია ჯამრთელობამ შეუწყოს ხელი. თან დავიდი აღარაა და უკონკურენტოა. აი ქვილის ამბავში მეეჭვება ძირითადში დამკვიდრების რამე შანსი, რომ ჰქონდეს.
nk
20 აგვისტო 2020 19:53
6
მარტო ქართველს ათამაშებს თუ არა ნაგაზე ხო არააა? დაბალი დონის მწვრთნელია. ორი თუ სამი წელია გუნდი ოფიციალურად პასს არ აკეთებს და არც არაფერს ცვლის და ხმას არ იღებს. მარტო მე მაქვს ნანახი ერთი 20 მომენტი ცარიელ კართან როგორ არ მიცეს ბურთი ხან ჩაკვეტაძეს და ხან ქვილითაიას და ეს ხმას არ იღებს. ნებისმიერი ნორმალური მწვრთნელი დასვავდა სკამზე მაგ ფეხბურთელებს
Superman
21 აგვისტო 2020 04:12
1
და საერთოდ არც უნდა მოეხსნათ, მაგარი შედეგები აჩვენა, გუნდი აათამაშა, სუპერ კლუბი ჩამოაყალიბა და რატომ გაუშვეს ვერ გავიგე...
დათო
21 აგვისტო 2020 00:27
3
ეს ძალიან კარგი ამბავია, იმედია ჩვენ ბიჭებს უფრო მეტი ნდობა ექნებათ მწვრთნელისგან. წარმატებები
გოგა
20 აგვისტო 2020 19:44
2
თვითონ რუმინელია და სამხრეთულ,ტექნიკურ გუნდებშიც უმუშავია.ასე რომ ტექნიკური ფეხბურთი,მისთვის უფრო ახლობელი უნდა იყოს.ეს ჩვენი ბიჭების შანსია.
სოსო
20 აგვისტო 2020 18:42
1
ბოლო სამი წელი ანტვერპენში მუშაობდა და ჩაკვეტაძეც ეცოდინება და ვნახოთ რამდენად მისცემს შანს იმედი მაქვს ათამაშებს ჩაკვეს ძირითადში.
გიო
20 აგვისტო 2020 18:33
0
ტორუპზე უკეთესი მწვრთნელი ნამდვილად არის წარსული გამოცდილებით სხვასასხვა ქვეყნების კარგ კლუბებში აქვს ნამუშევარი წლების განმავლობაში ამ კაცს და ტოპუპს მხოლოდ დანიაში ქონდა გენტამდე ნამუშევარი და იმედი მაქვს ქართველების მდგომარეობაზე დადეითად იმოქმედებს ახალი მწვრთნელის მისვლა.
გელა
20 აგვისტო 2020 18:31
0
ასეთი დონის კლუბებში აქვს ნამუშევარი და ნამდვილად კარგი სპეციალისტი იქნება იმედი მაქვს ქართველებს მისცემს შანსს და ტორუპივით სკამზე არ მიუჩენს ადგილს
ზურა
20 აგვისტო 2020 17:43
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული