ლობჯანიძემ ჩინებული მაკრატელა გოლით "კაისარს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზახეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში "კაისარმა" საკუთრ მოედანზე "ჟეტისუ" 1:0 თავდამსხმელ ელგუჯა ლობჯანიძის შესანიშნავი გოლით დაამარცხა.

ეს მით უფრო აღსანიშნავია, რომ მაკრატელათი ასეთი გოლის ასეთი სიმაღლის (194 სმ) ფეხბურთელის მიერ გატანა დიდი იშვიათობაა.

ლობჯანიძემ შეუცვლელად ითამაშა და გოლი 75-ე წუთზე გაიტანა - მის ანგარიშზე განახლებულ ტურნირზე 4 მატჩში 3 გოლია.

სამივე გამარჯვება "კაისარმა" ერთნაირი ანგარიშით, 1:0 იზეიმა და სამივეჯერ გოლი ქართველმა ფორვარდმა გაიტანა.

"კაისარმა" 4 მატჩში 10 ქულა მოიპოვა, მესამე ადგილზეა და 26 აგვისტოს სტუმრად "კასპის" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს საერთოდ გოლს თუ იტანდა არ მეგონა, ეგ ერთი და სხვა მრავალი
ზორბეგი
20:33 22-08-2020
0
თავიდან თურქეთში მოთამაშე ლობჟანიძემ შეაგდო მეგონა და ძალიან გამიხარდა, თუმცა მიუხედავათ ყაზახეთისა ბრწყინვალე გოლია და არ მინანია მისი ნახვა, წარმატებები ელგუჯას.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული