კვარაცხელიას "რუბინმა" ცსკა-ს მოუგო - "როტორში" დავითაშვილის დებიუტი შედგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურში "რუბინისა" და "როტორის" მატჩები შედგა, რომლებშიც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ.

"რუბინმა" მოსკოვში 2:1 მოუგო ცსკა-ს. ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და მე-80 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მან რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ამჯერად გამორჩეული არ იყო.

88-ე წუთზე ყაზანელები აშკარა გოლისგან მეკარე დიუპინმა იხსნა, 90+2-ე წუთზე კი მაკაროვმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

"რუბინმა" ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, 4 ქულით მე-11 ადგილზეა და 26 აგვისტოს "უფას" უმასპინძლებს.

"როტორი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა "სოჭისთან", თუმცა შეიძლებოდა უფრო დიდი ანგარიშითაც
წაეგო.

ვოლგოგრადულ გუნდში ზურიკო დავითაშვილის დებიუტი შედგა, რომელმაც 33-ე წუთზე ტრავმირებული პესეგოვი შეცვალა. ბექა მიქელთაძე 76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

საბა კვირკველია, ნიკოლაი ყიფიანი და ჯანო ანანიძე განაცხადში არ იყვნენ.

"როტორი" 1 ქულით უკანასკნელ, მე-16 ადგილზეა და 26 აგვისტოს "სპარტაკს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ვითომ მცოდნეებო რომ აკრიტიკებთ უაზროდ , ჯერესერთი 20 წლისაც არ არი და ყველა თამაშზე რომ ვერ გამოავლინოს რაც შეუძლია არაა გასაკვირვი მეორე არც სლუცკია სუპერ მწვრთნელი შეიძლება მე გამომეპარა მაგრამ ამ თამაშში ფლანგი არცერთხელ შეუცვლია მართალია ზემოთ აღნიშნეს რომ თითქმის სამი კაცი მიჯაჭვული ყავდა და თანაგუნდელებს კარგ ფორას უქმნიდა ერთიც ორჯერ კარგ გასატან პოზიციაში არ მისცეს პასი ერთი თვითონაც ვერ გამოიყენა და ეგაა მთელი თამაში ეხლა რაც შეეხება კონსტრუქციულ კრიტიკას თავიდან რაც გამოარჩევდა სხვა ქართველ ახალგაზრდებს ხშირად ურტყამდა საჯარიმოს გარედან რაც ბოლო დროს დაივიწყა დღეს დაარტყა ერთხელ და სუსტი გამოუვიდა პირდაპირ და ხელებში მეკარეს ბევრი უნდა იმუშაოს ამ კომპონენტზე მეტოქეებიც უკვე ელიან რომ სულ მოტყუებაზე წავა სლუცკიმაც ისეთი კაცი უნდა დაუყენოს გვერდით რომ ხშირად კედელი გაითამაშონ გაამრავალფეროვონ არსენალი მოკლედ სკუცკის სამუშაო აქვს თუ ყოფნის ინტელექტი ( ეხ რა დროს არ მაქვს საშუალება რომ ლიცენზია ავიღო) ბოლოს სეზონის ბოლოს აუცილებლად უნდა გადავიდეს ტოპ ლიგების ნებისმიერ გუნდში გინდ გადავარდ ზონიდან იყოს ჩაიკარგება რუსეთში მაინც ბეი ბიგი ფეხბურთი აქვთ არ ეშველებათ არაფერი მაგათ ფონზე ჩანს კიდეც ხოდა რეალურად თუ უნდა საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა წესიერ ლიგაში უნდა სცადოა ნიჭი აქვს ფიზიკური მონაცემებიც ხელს უწყობს შრომას თუ არ დაიზარებს შეიძლება ახალი ყიფო გამოჩნდეს(უფალი შენსკენ კარგო ქართველო)
კახა
02:00 23-08-2020
1
ძალიან გვიყვარს ქართველებს 17-18 19 -20 წლის ბიჭების ზედმეტი ქება დიდება და ნადრევად ვარსკვლავებათ გამოცხადება: გულშემატკივრებსაც,ჟურნალისტებსაც და საფეხბურთო ექსპერტებსაც, რომ ჩამოვთვალოთ რამდენ ფეხბურთელზე იყოო წლების მანძილზე ასეთი დამოკიდებულება ერთი 10 კაცი დაითვლება მინიმუმ და ყველაფერს ჯობია ვაცადოთ ამ ბიჭებს ფეხბურთის თამაში და ზედმეტი პიარით ქებით მეტ პასუხისმგებლობას და ტვირთს ნუ ავკიდებთ ვიდრე საჭიროაა ახლა იმიტომ, რომ როცა თამაში ჩაუვარდებათ ან ტრამვას მიიღებენ და ა.შ იმაზე მეტ კრიტიკას იღებენ ვიდრე საჭიროაა. ძალიან გვიყვარს ზოგადად ერთი ან ორი ფეხბურთელის იმედზე ყოფნა აი ეს გვიშველის ეს გადაგვარჩენს და ა,შ ეს არასწორია ჯობია იმაზე ვიფიქროთ, რომ ერთი ფეხბურთელი კიარა გუნდი იყოოს ძლიერი გუნდურათ და ფეხბურთში პირველ რიგში გუნდრურობაა მთავარიი და შემდეგ ფეხბურთელის ინდივიდუალიზმი.
ზურა
01:36 23-08-2020
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული