საქართველოს ნაკრების წევრის გუნდი რუსეთის პრემიერლიგიდან მოხსნით იმუქრება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წევრ ჯიმი ტაბიძის "უფა" რუსეთის პრემიერლიგიდან მოხსნით გასულ ტურში, "როსტოვთან" მარცხის (0:1) შემდეგ დაიმუქა.

ბაშკირული კლუბის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა როსტისლავ მურზაგულოვმა განაცხადა, რომ კლუბი შეხვედრის მთავარი არბიტრის პოლიგრაფზე შემოწმებას კორუფციის საკითხზე ითხოვს და თუ მსგავსი რამ (რაც "როსტოვთან" მატჩში მოხდა) გამეორდება, "უფა" ჩემპიონატს ჩაეხსნება.

აღნიშნული მატჩის მთავარმა არბიტრმა "უფას" ფეხბურთელი კროტოვი მოედნიდან 39-ე წუთზე, ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააძევა. ერთადერთი გოლი კი სტუმრებმა 79-ე წუთზე გაიტანეს.

ჯიმი ტაბიძეს კი ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ის სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ამისი
მიზეზი კი მიკროტრავმა გახლდათ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული