ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კიკნაძე კვირკველიას "როტორში" გაბრწყინებას ელის

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ კიკნაძემ საბა კვირკველიას "როტორში" იჯარით გაშვებაზე კომენტარი championat-თან გააკეთა.

"კვირკველია? იმედი გვაქვს, რომ ის ჩვენთან კიდევ დაბრუნდება. ჩვენ საიჯარო ხელშეკრულების პუნქტის მიხედვით მისი დაბრუნება შეგვიძლია. მე უბრალოდ მესმოდა, რომ სკამზე ჯდომა მოუწევდა, პრაქტიკა კი მნიშვნელოვანია. გაიბრწყინებს - შესანიშნავია.

მან ჩვენთვის ბევრი გააკეთა, ბევრი გაიღო. თუ შეძლებს დაამტკიცოს, რომ ის დაბრუნდა, მაშინ... პრაქტიკა კი საჭიროა".

კვირკველია "ლოკოში" 2017 წლიდან თამაშობდა, გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, კონტრაქტით კი "რკინიგზულ" კლუბთან გაისამდეა დაკავშირებული.