ზურიკო დავითაშვილის ბრწყინვალე დრიბლინგი "სპარტაკის" წინააღმდეგ და გაბითურებული ჯიქია [VIDEO]

AutoSharing Option
ვოლგოგრადის "როტორში" განათხოვრებულმა ზურიკო დავითაშვილმა მოსკოვის "სპარტაკის" წინააღმდეგ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა და რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტიც შექმნა.

ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდი 60-მეტრიანი დრიბლინგი იყო, რომლის დროს "სპარტაკის" კაპიტანი გიორგი ჯიქია პატარა ბავშვივით გააბითურა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა...


ქართველ ნახევარმცველს ანგარიშის გათანაბრება მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზეც შეეძლო. ბურთის კარში წასვლის შემთხვევაში მეკარე უძლური იქნებოდა, თუმცა დავითაშვილის გასროლა ხარიხამ მოიგერია...


აღსანიშნავია, რომ მოსკოველთა წინააღმდეგ ცუდად არც საბა კვირკველიას უთამაშია, თუმცა ერთ მომენტში შეცდომა დაუშვა და მის მიერ
წესების დარღვევის გამო დანიშნული პენალტი ბაკაევმა გაიტანა, რაც "როტორის" მარცხისათვის საკმარისი აღმოჩნდა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
აუუუ ზუკაა ნეტა ეგ დრიბლინგი გოლით დაგესრულებინა , რუსების საუკეთესოდ აღიარებული მცველის თრევა გოლით რო დაგეგირგვინებია რა იქნებოდა . ჯარიმა მაინც შესულიყო .
ლაშა
11:06 27-08-2020
0
აბა რა, სკამზე ჯდომით განვითარებული ფეხბურთელი მე არ მინახავს, ფეხბურთელი ვითარდება თამაშის დროს, აბსოლიტურად სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული რუბინიდან იჯარით გადასვლასთან დაკავშირებით... უფრო მეტიც მე ვთვლი რომ ქვლითაიამ გენტში გატარებული დრო დაკარგა, მაგას ერჩივნა რომ ისეთი გუნდში ყოფილიყო სადაც სათამაშო დრო ექნებოდა და განვითარდებოდა... მაგას ორი ისეთი ტრამვა აქვს მიიღებული საერთოდ რომ თამაშობს ეგეც მიღწევაა... ზუკას, ხვიჩას, ნინუას, ჩაკვეს თაობა მე ძაან მომწონს, ესენი იტყვიან თავიანთ სიტყვას, მალი, კუცია, ეს ძაან კარგი თაობა გვყავს...
დათო
12:27 27-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული