ცხადაძეს გაშვებას უწინასწარმეტყველებდნენ და ტურის საუკეთესო მწვრთნელი გახდა

AutoSharing Option
ყაზახეთის პრემიერლიგის საწყის 4 ტურში ზედიზედ 2 წაგების შემდეგ ყაზახი ჟურნალისტები "ორდაბასის" მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს კლუბიდან გაშვებას უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა კი sports.kz-მა ტურის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

ქართველი სპეციალისტის გუნდი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ კარგად ათამაშდა და ზედიზედ ორი გამარჯვებაც მოიპოვა, თან "ჟეტისუსთან" გასვლაზე 0:2 მარცხდებოდა, "ქამბექი" შემოგვთავაზა და შეხვედრა 3:2 მოიგო.

ყაზახეთის პრემიერლიგაში ჩატარებული  6 ტურის შემდეგ "ორდაბასის" 10 ქულა აქვს და 3 გუნდთან ერთად მეორე-მეხუთე ადგილებს იყოფს.

დღეს, 27 აგვისტოს კი, ცხადაძის გაწვრთნილი გუნდი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე
რუმინულ "ბოტოშანის" საკუთარ კედლებში მიიღებს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული