ვალერი გაზაევმა championat-ისთვის ტრადიციულად რუსეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, მასში "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა და ასე დაახასიათა:
"მე-5 ტურში კვარაცხელიას "უფასთან" შედეგიანი მოქმედებები არ განუხორციელებია, მაგრამ კარგად ითამაშა. მეტოქე გუნდის დაცვა მუდმივად დაძაბულობის ქვეშ ჰყავდა, ერთი-ერთზე მეურვეებს ატყუებდა, "უფას" კართან სახიფათო მომენტებს ქმნიდა".
"რუბინმა" "უფა" 3:0 დაამარცხა, კვარაცხელიამ კი მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.
სლუცკი: მთავარია, კვარაცხელია ყველა მატჩში ბევრ მომენტს ქმნის
დავითაშვილმა ჯიქიას კინაღამ ხელი მოსტეხა - კვარაცხელია "რუბინს" გამარჯვებაში დაეხმარა [VIDEO]