ერთხელ დიდ რუს მეკარეს, "ოქროს ბურთის" მფლობელ ლევ იაშინს ჰკითხეს, ყველაზე სახიფათო თავდამსხმელი ვინ არისო, რაზეც უპასუხა - "სიომა" ბარქაია, რადგან არაორდინალურია, თავად არ იცის, საით დაარტყამს ბურთსო. საფეხბურთო მენეჯერმა თემურ ლეფსაიამ metaratings-თან ინტერვიუში "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. თანაც, ისაუბრა საინტერესოდ, აზრიანად და ხვიჩაზე დაახლოებით იგივე თქვა, რაც იაშინმა ბარქაიაზე.
- მე მეგონა, შენ თავიდანვე იტყოდი ხვიჩაზე რამეს...
- ხვიჩა ხომ უკვე სიურპრიზი და გაკვირვება არ არის. გასულ სეზონში მან პანდემიის შემდგომ მონაკვეთში მოასწრო გულშემატკივრებისთვის თავისი არაორდინარული ტექნიკით, დრიბლინგითა და მართლა, საქართველოს ნაკრებში უხმეს. მალე ეროვნულ გუნდს ერთა ლიგაზე ორი მატჩი აქვს. ოქტომბერში ბელარუსებს თბილისში უნდა შეხვდნენ, მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს ჩრდილოეთი მაკედონია და კოსოვო დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ფინალს თბილისში ჩაატარებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად მუშაობს იმაზე, რათა მატჩები მაყურებლებთან ერთად გაიმართოს. ცხადია, სტადიონი პირთამდე გაივსება. ეს ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების მოსახვედრად დამატებითი დახმარება იქნება. ხვიჩა ყველა წამყვანი ევროპული კლუბების ობიექტივში იქნება. დარწმუნებული ვარ, მას უკვე უყურებენ, თუმცა არა იმ მოცულობითა და რაოდენობით.
- შესაძლოა, იცი, ვინ აკვირდება?
- შეიძლება ვიცი კიდეც, მაგრამ მას თავისი ხალხი ჰყავს, რომლებმაც თუ მოისურვეს, ამაზე ილაპარაკებენ.
- რა შემთხვევაში ეღირება 25 მილიონზე მეტი?
- ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის და იქ წარმატებულად ასპარეზობის შემთხვევაში, უფრო იაფად მას არავინ გაყიდის. დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩას ტრანსფერში უკვე 15 მილიონზე ნაკლებს არ ითხოვენ.
- რა შემთხვევაში ეღირება 25 მილიონზე მეტი?
- ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის და იქ წარმატებულად ასპარეზობის შემთხვევაში, უფრო იაფად მას არავინ გაყიდის. დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩას ტრანსფერში უკვე 15 მილიონზე ნაკლებს არ ითხოვენ.