ლორიამ პენალტი მოიგერია - ოქრიაშვილმა 90-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ანორთოსისის" ქართველები სანაკრებო მატჩებს ჩინებულ ფორმაში ხვდებიან

კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურში "ანორთოსისმა" დაძაბულ ბრძოლაში გასვლაზე "პაფოსს" 1:0 სძლია.

გიორგი ლორიამ (90+3-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო), ბუბა დაუშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ნიკა კაჭარავა სასტარტოში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს.

52-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რასაც ფამაგუსტური გუნდის ფეხბურთელების პროტესტი მოჰყვა, რადგან ისინი მიიჩნევდნენ, რომ თამაშის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ბრაზილიელი ნახევარმცველის ანგულოს შესრულებული თერთმეტმეტრიანი ლორიამ მოიგერია.

90-ე წუთზე კი პენალტი უკვე მასპინძელთა კარში დაინიშნა, რომელიც
ოქრიაშვილმა ზუსტად შეასრულა,  "ანორთოსისმა" სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და 12 სექტემბერს "ომონიას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
როგორც ვეფხვი გალიაში,
როგორც ზღვაზე თოლია,
ხედავთ რა ქნა? რა ისკუპა?
მაგარია ლორია...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
22:56 29-08-2020
0
ევროპა ლიგაზე არ თამაშობს ანორთოსისი?
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული