ვაკოს გოლი და ასისტი MLS-ში - ყაზაიშვილმა 16 წლის ბავშვს გაატანინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 30 აგვისტოს ამერიკის მთავარი საფეხბურთო ლიგის რეგულარული სეზონი განაახლა "სან ხოსე ერსქვეიქსმა" და ვაკო ყაზაიშვილის გოლისა და საგოლე პასის მიუხედავად, "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" დამარცხდა - 2:3.

"კალი კლასიკოში" ანგარიში სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა გახსნა - ტომპსონის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ბურთი "გალაქსის" კარის ბადეში გაახვია.

პირველი ტაიმის ფრედ დასრულების შემდეგ, მეორე ნახევარიც "სან ხოსეს" გოლით დაიწყო - ვაკომ შეტევა მარჯვენა ფლანგზე გააგრძელა და 16 წლის ქეიდ ქოუელმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

დარჩენილ დროში ვაკოს კიდევ შეეძლო გატანა, თუმცა დრიბლინგის შემდეგ დარტყმული
ბურთი "გალაქსის" მეკარემ მოიგერია. ქართველმა მოედანი 82-ე წუთზე დატოვა და მისი გასვლიდან რამდენიმე წამში ლოს ანჯელესელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.

სამწუხაროდ, შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას, ის სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული შეზღუდვების გამო, ვერ კაშია და ვერც ყაზაიშვილი საქართველოს ნაკრებს მოახლოებულ ერთა ლიგის შეხვედრებში ვერ დაეხმარებიან.

მკითხველის კომენტარები / 9 /
რადგან წერენ გაატანინაო, ესეიგი გაატანინა. აბა ტყუილად დაწერენ? უყურეთ და დარწმუნდებით, მიდი სიმონ მიაწექი! მიდი! რომ უძახის, ის ვინ არის? ვაკო არაა სიმონ?
ხოდა მეტი რა ექნა, ფეხებში ბურთსაც ხომ არ მისცემდა? მიდის ყვირილი, თქვენ პასზე ნაკლები ნუ გგონიათ...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
30 აგვისტო 2020 23:22
0
დადეთ ერთი ლიკი რუბინს თამაშის მერამდენეთ ვწერ უკვე ხვიჩა თანაშობს იმიტომნატერესებს ყვეკას არვდებთ ლიკს დადეთ რააააა
Irakli
30 აგვისტო 2020 19:59
3
hesgoal.com ჩაწერე ძმა და უყურე რა თანაშიც გინდა
ბაჩი
30 აგვისტო 2020 21:34
0
რა გაატანინა,ამ ბავშვმა თვითონ შეასრულა ხუთიანზე ყველაფერი.
კახა ქ.
30 აგვისტო 2020 18:39
1
აღარ შეიძლება ამ ტყუილებში ცხოვრება, არ დაიღალეთ, არ მოგბეზრდათ მაინც? რა გაატანინა, საგოლე პასადაც კი ალბათ არ ჩაითვლება, ვის რაში ჭირდება ასეთი დათვური სამსახური - ვაკოს? ქართულ ფეხბურთს? საქართველოს? რა მიზნის მიღწევას ცდილობთ? სირცხვილია, ამიტომ ვართ სადაც ვართ, ფეხბურთიც და ქვეყანაც, სიბნელეში ვართ და ნათელი არ ჩანს, ღმერთო როდემდეეეე
ლევანი
30 აგვისტო 2020 19:41
1
თამაშს ვუყურე ვაკომ ფიზიკურად კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
რაც შეეხება სან ხოსეს ესეთი სუსტი დაცვის ხაზი საქართველოს ჩემპიონატის გუნდებში თუ მინახავს
Sa
30 აგვისტო 2020 17:36
0
სათაურიდან გამომდინარე ვიდიქრე ცარიელ კარში გაუგორა თქო:))))
L.J.
30 აგვისტო 2020 11:58
1
ჯერ ერთი ქოული რაღაის ბავშვია, უზარმაზარი მოზვერია და მეორე, რა ვაკომ გაატანინა თვითონ შექმნა ბიჭმა თავისი გოლი თავიდან ბოლომდე:)
ანესთეზეოლოგი
30 აგვისტო 2020 11:12
3
ზაქი!
ლევანი
30 აგვისტო 2020 12:40
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული