ვაკოს გოლი და ასისტი MLS-ში - ყაზაიშვილმა 16 წლის ბავშვს გაატანინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 30 აგვისტოს ამერიკის მთავარი საფეხბურთო ლიგის რეგულარული სეზონი განაახლა "სან ხოსე ერსქვეიქსმა" და ვაკო ყაზაიშვილის გოლისა და საგოლე პასის მიუხედავად, "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" დამარცხდა - 2:3.

"კალი კლასიკოში" ანგარიში სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა გახსნა - ტომპსონის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ბურთი "გალაქსის" კარის ბადეში გაახვია.

პირველი ტაიმის ფრედ დასრულების შემდეგ, მეორე ნახევარიც "სან ხოსეს" გოლით დაიწყო - ვაკომ შეტევა მარჯვენა ფლანგზე გააგრძელა და 16 წლის ქეიდ ქოუელმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

დარჩენილ დროში ვაკოს კიდევ შეეძლო გატანა, თუმცა დრიბლინგის შემდეგ დარტყმული
ბურთი "გალაქსის" მეკარემ მოიგერია. ქართველმა მოედანი 82-ე წუთზე დატოვა და მისი გასვლიდან რამდენიმე წამში ლოს ანჯელესელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.

სამწუხაროდ, შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას, ის სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული შეზღუდვების გამო, ვერ კაშია და ვერც ყაზაიშვილი საქართველოს ნაკრებს მოახლოებულ ერთა ლიგის შეხვედრებში ვერ დაეხმარებიან.

მკითხველის კომენტარები / 9 /
რადგან წერენ გაატანინაო, ესეიგი გაატანინა. აბა ტყუილად დაწერენ? უყურეთ და დარწმუნდებით, მიდი სიმონ მიაწექი! მიდი! რომ უძახის, ის ვინ არის? ვაკო არაა სიმონ?
ხოდა მეტი რა ექნა, ფეხებში ბურთსაც ხომ არ მისცემდა? მიდის ყვირილი, თქვენ პასზე ნაკლები ნუ გგონიათ...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
23:22 30-08-2020
0
დადეთ ერთი ლიკი რუბინს თამაშის მერამდენეთ ვწერ უკვე ხვიჩა თანაშობს იმიტომნატერესებს ყვეკას არვდებთ ლიკს დადეთ რააააა
Irakli
19:59 30-08-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული