"კოპენჰაგენის" მწვრთნელი: ხოჭოლავას დიდი ხანი ვაკვირდებოდით, მაგრამ...

AutoSharing Option
დანიური "კოპენჰაგენის" მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა განაცხადა, რომ ისინი დონეცკის "შახტარისა" და საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავათი იყვნენ დაინტერესებული.

"ხოჭოლავა, დიდი ალბათობით, ამ ეტაპზე ჩვენთვის მიუღწეველი სამიზნეა. მას დიდი ხანი ვადევნებდით თვალს. გასულ წელს მე და იოგან ლანგი ( იმ დროისთვის "კოპენჰაგენის" ტექნიკური დირექტორი) მის სანახავად უკრაინაშიც კი ვიყავით.

თუმცა, ამის შემდეგ საკმარისად ხშირად თამაშობდა. ევროპა ლიგის ნახევარფინალში "ინტერის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყო. ეს კი ჩვენთვის ძალიან ცუდი ნიშანი გახლდათ,"- აღნიშნა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.

27 წლის ქართველი მცველი დონეცკელთა რიგებში
მე-4 სეზონს ატარებს. იქამდე კი დავითს ფოთის "კოლხეთში", რუსთავის "მეტალურგში", თბილისის "დინამოში", ქობულეთის "შუქურასა" და ოდესის "ჩერნომორეცში" უთამაშია.

მომზადებულია bt.dk-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
"ევროპა ლიგის ნახევარფინალში "ინტერის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყო. ეს კი ჩვენთვის ძალიან ცუდი ნიშანი გახლდათ." - ???????
zurab
31 აგვისტო 2020 10:31
2
რაა გაუგებარი? ასეთ მნიშვნელოვან თამაშში ძირითადში იყოო და ესე იგი საკვანძო ფეხბურთელად განიხილავენ და არ გაყიდიანო, ან იაფად არ გაყიდიანო, მარტივია.D
fff
31 აგვისტო 2020 11:52
0
ლუკაკუს ფაქტობრივად გასაქანი არ მისცა. ძაან კარგია განსაკუთრებით ბოლო პერიოდში
Haaland
30 აგვისტო 2020 23:40
2
ღადაობ იმედია
zaza
31 აგვისტო 2020 11:53
0
ჩაკვეე გენტის სასტარტოშიააააააააააა!!!!!!!!!!!❤❤❤❤❤❤❤❤❤
მევარმე
30 აგვისტო 2020 22:00
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული