ნინუას დებიუტი შედგა - ბერძენი ფანები ქართველს ამხნევებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა ნინუამ, გუშინ 5 სექტემბერს სალონიკის პაოკის შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

პაოკი ათენში ადგილობრივ "პანათინაიკოსს" დაუპირისპირდა, ახალგაზრდა ნახევარმცველი კი მოედანზე მეორე ნახევრის დასაწყისში შვაუბის ნაცვლად შევიდა და სრული ტაიმი ჩაატარა.

როგორც ლოგიკური იყო, ნიკას პირველ შეხვედრაში განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, ჯერ ხომ რამდენჯერმე ივარჯიშა გუნდთან ერთად, დიდი ალბათობით, ყველა თანაგუნდელის სახელიც არ იცის...

პაოკის ფანები კი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ქართველს ამხნევებენ და მასზე დასკვნების გაკეთებას არ ჩქარობენ. გულშემატკივართა უმრავლესობა აღნიშნავს, ჯერ სათამაშო რიტმში უნდა ჩაჯდეს, რადგან სულ
ახლახანს დატოვა სამშობლო და ქვეყნის ფარგლებს გარეთ პირველ ნაბიჯებს დგამს.

შეხვედრა კი ნინუას გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი შეხვედრის 39-ე წუთზე აკპომმა გაიტანა. 
მკითხველის კომენტარები / 13 /
და თუ ჰაჩი გვარმა შეიყვანა შეცდომაში ესეიგი გვარი მეგრული ყოფილა მდა,არა?
მდას
02 ნოემბერი 2020 12:53
0
სამტრედია იქვეა აბაშასთან და კოლხეთის მიწა,იქ და შსხვა ადვილებში დისლოცირებულ მეგრული გვარის ხალხი როდესაც წინაპრების საგღეგრძელოს ამბობენ მეგრელ წინაპრების ლოცავენ,თვითონაც არ იცის ბევრმა ეს მაგრამ ასეა,ისინი მეგრული წარსულის გარეშე არ მოსულან დღევანდელ დღემდე...
ბაჩი
02 ნოემბერი 2020 12:50
0
გასაგებია ყველას გვიყვარს ჩვენი მხარე, მაგრამ არაა საჭირო მაინცდამაინც ასე ხაზგასმა, ერთი სისხლის ხალხი ვართ ყველა და ერთი ქვეყნის შვილები, საერთო სახელით - ქართველი. მეგრელსაც ვენაცვალე იმერელსაც კახელსაც და რაჭველსაც
gio
02 ნოემბერი 2020 15:14
0
ნინუა გვარიც იმერულია უეჭვრლი,რა საცოდავები ხართ ზოგიერთები ეს რომ გშურთ
მთაწმინდას
02 ნოემბერი 2020 12:32
0
შენ ბაჩი, შემოგზავნილი ხომ არ ხარ (მეც სამეგრელოდან ვარ) KGB ხმარობდა ეგეთ ილეთებს
მთაწმინდა
07 სექტემბერი 2020 14:15
1
წადი ბიძიკო თოლი ნახე,შემოგზავნილების დედაც და ასეთი სიტყვების მკადრებლრბისაც...
ბაჩი
02 ნოემბერი 2020 12:30
0
ნინუები არიან იმერეთის სოფელ სანინუოდან. ყველა ნინუა არის მაქედან ვისაც ვიცნობ. ასე რომ მგონი გვარმა შეიყვანა ბაჩი შეცდომაში
მდაა
01 ნოემბერი 2020 22:42
1
ვულოცავ ნიკას დებიუტს და წარმატებებს ვუსურვებ.ორი კვირა მეყოფა ადაპტაციისთვისო...იმედია ასეც იქნება და მერეც,მთლიანად გაამართლებს ჩვენს იმედებს.ეს ბიჭი,ძალიან გვჭირდება ნაკრებშიც.
სოსო
07 სექტემბერი 2020 00:30
0
მორიგ მარგალს დიდება და წარმატება კლუბისა და ნაკრებში
ბაჩი
06 სექტემბერი 2020 22:42
14
ნინუები არიან იმერეთიდან, სამტრედიის რაიონ სოფელ სანინუოდან და მანდ არის მაგათი ფუძე, კერა და საძვალე. ნიკაც მაქედანაა.
მდაა
01 ნოემბერი 2020 22:40
1
ეს დარეხვილის კომენტარები რო არ დაადასტუროთ რა მადლს მოისხავთ თქვენ არ იცით... წარმატებები ნინუას!
п
06 სექტემბერი 2020 20:51
0
ხო, ბერძნებს დოუ დოუ დოუ ნანა, დოუ ნანა დოუ ნანა, უსწავლიათ და სადაც გარბისს დოუ ნანას ძახილით მიისდევენ თურმე.
დროა ნიკამაც ისწავლოს სირტაკი..
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
06 სექტემბერი 2020 18:18
29
წარმატებები ნიკას!!!
დათო
06 სექტემბერი 2020 16:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული