კვარაცხელიაზე "ნადირობა" დაიწყო - 10 მილიონი, 15 მილიონი, ვინ ჩამოვა მეტს?

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში "რუბინსა" და საქართველოს ნაკრებში გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავმა თამაშმა რუსეთის პრემიერლიგის მდიდარი კლუბების ყურადღება მიიპყრო. "БИЗНЕС Online"-ის მტკიცებით, მინიმუმ ორმა კლუბმა "რუბინს" ოფიციალური წინადადებით მიმართა.

"რუბინმა" კვარაცხელიაზე სუპერწინადადება მიიღო. გაყიდის კლუბი ქართველს?

გამოცემის ცნობით, "კრასნოდარი" ქართველ ლეგიონერს 2019 წლიდან აკვირდება და "რუბინს" 10 მილიონი ევრო შესთავაზა. ამ კლუბებს კარგი და საქმიანი ურთიერთობა აქვთ და სამხრეთელები ტრანსფერის გაჩარხვას იმედოვნებენ.

"ლოკომოტივი" კი მზადაა 15 მილიონი გადაიხადოს და უკან დაიბრუნოს. "ლოკოს" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ანატოლი მეშერიაკოვმა გავრცელებულ ინფორმაციას ბოდვა უწოდა, მაგრამ ხომ იცით,
ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება.

რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა 17 ოქტომბერს იხურება და მხარეებს შესათანხმებლად დრო საკმარისი აქვთ.

როგორ მოიქცევა "რუბინი"?

"რუსული ბაზრისათვის კვარაცხელია უნიკალური ფეხბურთელია - ლიგაში ჯერ არ ყოფილა მოთამაშე, რომელშიც უკვე 19 წლის ასაკში 10-15 მილიონს შესთავაზებდნენ. ამიტომ "რუბინისთვის" ეს ნამდვილი თავსატკივარია, რამეთუ ოფიციალური მიმართვების გარდა, სხვა კლუბებიც ამზადებენ ტრანსფერისთვის ნიადაგს.

Sportall.Ge

ყაზანური კლუბი ბიუჯეტში შეზღუდულია. ამავე დროს, ესმით, რომ უახლოეს წლებში შეუძლიათ ხვიჩასთან ერთად მაღალი პოზიციები დაიბრუნონ. ახალი გუნდის მშენებლობის პერიოდში კი საუკეთესო მოთამაშეების შენარჩუნება მნიშვნელოვანია", - წერს გამოცემა.

"რუბინის" გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი ამბობს, რომ ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად არავის არ გაყიდიან, ამიტომ კლუბის აქციონერები და რეგიონის ხელისუფლება "რუბინს" მაქსიმალურად დაეხმარებიან.

თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რუსტამ მინიხანოვმა განაცხადა, რომ "რუბინი" მძლავრ ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

ჩვენი მხრივ კი დავძენთ, რომ უპრიანი იქნება, თუ ამ სეზონში ხვიჩა ყაზანურ გუნდში პროგრესირებას გააგრძელებს და კარგ დასავლურ კლუბში გადასასვლელად ტრამპლინად გამოიყენებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეხლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიდეს.სლუცკი კარგი სპეციალისტია,სრულ თავისუფლებას აძლევს,ლიდერია და უფრო და უფრო განვითარდება.აი მერე,ფუ ფუ ფუ.......უკვე
კახა ქ.
11 სექტემბერი 2020 15:47
0
რათქმა უნდა ხვიჩამ უნდა დატოვოს რუსეთი, თუმცა ევრ
მას გაცილებით ნაკლები ხელფასი ექნება, ანის გარდა მის აგენტს რუსეთს მიღმა გზა არ აქ, რუსეთში ხლართავს, იგი მაქს.იზამს რომ რუსეთის ორბიტაზე ატატოს ხვიჩა ფა იქ ჭრას დიდი ფული.
ჯიბო
11 სექტემბერი 2020 14:23
2
ლოკომოტივში არ გადავიდეს მთავარია
ალეკო
11 სექტემბერი 2020 13:18
0
კვარაცხელიას დიდი ფეხბურთის თამაში თუ უნდა რუბინიდან წასვლის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დატოვოს რუსეთი, თუნდაც ნაკლებ ხელფასზე, ერთი წელი რუბინში არ აწყენს სლუცკის ხელში, რომელიც მაინც თანამედროვე ტიპის მწვრთნელია. თუმცა მერე აუცილებლად უნდა წავიდეს ამ ქართველებ ისთვის ჭაობი ჩემპიონატიდან!
გიონატ
11 სექტემბერი 2020 12:11
2
სამწუხაროდ იქ ვარ და ვიცი რაღაცეები, ეს ააღებულია "ლოკოს" ე.წ.ფან-კლუბის საიტ "FCLM news", რომელიც ფინანსდება "ლოკოს" ექს-ხელმძღვანელობის გერკუსის და სიომინის მიერ, ასევე "unitex south" და რამოდენიმე ატცთუ მთლად კარგი რეპუტაციის დაჯგუფებებიდან, "ლოკოს" წლიუფი ბიუჯეტი, დაახლ. საქართველოს ბიუჯეტია, რო არაფერი ვთქვა РЖД(რუს.რკინ.გზა), ხვიჩა გაიჭყლიტა თაღლითი ჯუღელის გამო, ის ვერ დალაგდა სიომინთან, გაგიკვირდებათ და კიკნაძემ უარი თქვა "ატკატზე" და მოხდა ის რაც არის, კმაყოფილი დარჩა მხოლოდ ჯუღელი, ამ დროს, РЖД ცვლის სიომინს, რომელიც წლ.ანაზღაურება 2,5 მილ € და მოყავს სერბი ნიკოლიჩი 700 ათასიანი ხელფასით, სიომინი დიდი სპუციალისტია, მაგრამ მისი მოთხოვნები ფრასფერზე, მისი ფინანს.პრეტენზიები, მცდელობა 1 გუნდის სრული ავტონომიისათვის, მკვეთრი მამონათქვამები რუს
დუმის და РЖД -ს ხელმძღვანელობის და ბოლოს ასაკი (74). ხვიჩას არშემდგარი ტრანსფერს ცდილობს კიკნაძეს მიაწეროს, ჯუგელთან ვერ დალაგდა რის გამოც დაიკარგა დიდი ფული და ნიჭ. ახალგაზრდა.
ზაზა
11 სექტემბერი 2020 09:52
2
კაი მოხდა ხვიჩასთვის სლუცკისთან რომ აღმოჩნდა, რუსეთის ჩემპიონატის კვალობაზე ძალიან თანამედროვე შეხედულებების მწვრთნელია. იმედია არაფრის ფასად სხვა რუსულ გუნდში არ გადავა და გააღწევს რუსეთის ჩემპიონატიდან
გიონატ
11 სექტემბერი 2020 12:15
1
ამ მოსაზრებებსაც აქვს არსებობის უფლება, ალბათ ურევია სიმართლეც
ზურა
11 სექტემბერი 2020 12:07
0
ეგაც ცალვეტადზესავიტ არ დატარსოტ
гага
11 სექტემბერი 2020 06:15
1
აი ესეც ვინც რუსული იცით https://m.sport.business-gazeta.ru/article/258380/
ჯონი
11 სექტემბერი 2020 00:23
0
ეს ამბავი სიმართლეა ! ლოკომოტივი იხდის 15 , ხოლო კრასნოდარი 10 , ეს გამოაქვეყნა ბიზნეს კომერსანტმა , ეს უდავოთ სერიოზული გამომცებლობა არის !
ჯონი
11 სექტემბერი 2020 00:22
6
რუბინი წელს არსად გაყიდის ხვიჩას . მომავალ წელს ერთი 25 მილიონად გაყიდიან ევროპაში თუ ასე გაგრძელებს პროგრეს. თუ ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა ამ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია (ჩემპიონატის შემდეგ) 35 40 მილიონადაც გაყიდონ ტოპ კლუბში.
Gela
11 სექტემბერი 2020 00:21
3
აცადეთ რა ამ ბიჭებს განვითარება დაიწყო ჩაკვეტაძის არ იყოს და ვერ გამოვიდა კაცი იმხელა ტვირთი აკიდეს და გათვალეს.ისე ის ჯგუფი ჩაკვემ მოგვაგებინა ეხლა კვარა ერთი ესენი ორივე თავის ფორმაში შეხვდეს ამ ერთ თვეში და უპრობლემოდ გავივლით ყველა თამაშს და იქაც მოუგებთ მაკედონიას სახლის იმედი რომ აქვთ
თემური
10 სექტემბერი 2020 23:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული