ეს რა იყო?! 1:0, 2:0, 3:0, 4:0, 5:0, 6:0, 7:0... - ქართველების "სან ხოსე" საქვეყნოდ შერცხვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას "სან ხოსე ერსქვეიქსმა" MLS-ის რეგულარული სეზონის მორიგი მატჩი გამართა და გასვლაზე "სიეტლთან" 1:7 განადგურდა.

ქართველთაგან შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ვაკო ყაზაიშვილმა მიიღო (64 წუთი), ხოლო გურამ კაშია კალიფორნიელთა განაცხადში არ გახლდათ.

ქართველის გარეშე "სან ხოსეს" დაცვას "ღია კარის დღე" ჰქონდა და მათი თამაშის ფონზე "სიეტლის" შემტევები მსოფლიო დონის ვარსკვლავებად მოჩანდნენ.

59-ე წუთზე უკვე ანგარიში 7:0 იყო, იმის პარალელურად, რომ "ერსქვეიქსის" არგენტინელმა მეკარე ვეგამ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.

სამწუხაროდ, ქართველთა გუნდს რეგულარულ სეზონში საქმე კარგად ნამდვილად არ
მისდის. ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგეს, 1 ფრედ ითამაშეს და დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე არიან.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ყველაზე ბანძი გუნდი მსოფლიოში
L.J.
11 სექტემბერი 2020 13:27
0
ვაკოს ცოლის ინსტაგრამ გვერდი ვნახე და მივხვდი რატომ გადავიდა ეს ბიჭი სან ხოსეში, მაგის გულავს და სელფებს შეწირა საფეხბურთო კარიერა!!!
Musenbezi
11 სექტემბერი 2020 13:10
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული