ეს რა იყო?! 1:0, 2:0, 3:0, 4:0, 5:0, 6:0, 7:0... - ქართველების "სან ხოსე" საქვეყნოდ შერცხვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას "სან ხოსე ერსქვეიქსმა" MLS-ის რეგულარული სეზონის მორიგი მატჩი გამართა და გასვლაზე "სიეტლთან" 1:7 განადგურდა.

ქართველთაგან შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ვაკო ყაზაიშვილმა მიიღო (64 წუთი), ხოლო გურამ კაშია კალიფორნიელთა განაცხადში არ გახლდათ.

ქართველის გარეშე "სან ხოსეს" დაცვას "ღია კარის დღე" ჰქონდა და მათი თამაშის ფონზე "სიეტლის" შემტევები მსოფლიო დონის ვარსკვლავებად მოჩანდნენ.

59-ე წუთზე უკვე ანგარიში 7:0 იყო, იმის პარალელურად, რომ "ერსქვეიქსის" არგენტინელმა მეკარე ვეგამ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.

სამწუხაროდ, ქართველთა გუნდს რეგულარულ სეზონში საქმე კარგად ნამდვილად არ
მისდის. ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგეს, 1 ფრედ ითამაშეს და დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე არიან.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ზუსტად მაგ თამაშის დროს გამეღვიძა ღამით... გოლები ისეთი სისწრაფით გადიოდა მეგონა თამაშის შემდგომ გარჩევას ვუყურბდი... კარგია რომ კაშია არ იყო, მერე რაღას ჩაჯდებოდა ძირითადში.
koachich
16:28 12-09-2020
0
იყვნენ იქ რაზე უნდა ვაწვალოთ.
irakli
22:03 11-09-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული