ეს რა იყო?! 1:0, 2:0, 3:0, 4:0, 5:0, 6:0, 7:0... - ქართველების "სან ხოსე" საქვეყნოდ შერცხვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას "სან ხოსე ერსქვეიქსმა" MLS-ის რეგულარული სეზონის მორიგი მატჩი გამართა და გასვლაზე "სიეტლთან" 1:7 განადგურდა.

ქართველთაგან შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ვაკო ყაზაიშვილმა მიიღო (64 წუთი), ხოლო გურამ კაშია კალიფორნიელთა განაცხადში არ გახლდათ.

ქართველის გარეშე "სან ხოსეს" დაცვას "ღია კარის დღე" ჰქონდა და მათი თამაშის ფონზე "სიეტლის" შემტევები მსოფლიო დონის ვარსკვლავებად მოჩანდნენ.

59-ე წუთზე უკვე ანგარიში 7:0 იყო, იმის პარალელურად, რომ "ერსქვეიქსის" არგენტინელმა მეკარე ვეგამ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.

სამწუხაროდ, ქართველთა გუნდს რეგულარულ სეზონში საქმე კარგად ნამდვილად არ
მისდის. ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგეს, 1 ფრედ ითამაშეს და დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე არიან.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ზუსტად მაგ თამაშის დროს გამეღვიძა ღამით... გოლები ისეთი სისწრაფით გადიოდა მეგონა თამაშის შემდგომ გარჩევას ვუყურბდი... კარგია რომ კაშია არ იყო, მერე რაღას ჩაჯდებოდა ძირითადში.
koachich
12 სექტემბერი 2020 16:28
0
იყვნენ იქ რაზე უნდა ვაწვალოთ.
irakli
11 სექტემბერი 2020 22:03
0
თქვენ მანდ ვერ უყურებთ ალბათ სან ჟოზეს თამაშებს, მარამ არც ვაკო სანაკრებო ფორმაში და კაშიამ კი სკამის ფორმა მიიღო. ვაკოს რაც ვუყურებ ძალიან მოსუქებული მეჩვენება და რარომ ათამაშებენ მიკვირს. Dაცვაში არ ჩადის დგას ერთ ადგილზე და ბურთს ელოდება. Vაისი ი მედია არ გამოიძახებს ნაკრებში. ევროპიდან აქ გადაღრძუებული ფეხბურთწელები ჩამოდიან პენსიაზე სათამაშოდ რადგან ევროპული დონის ლიგა არ არის და არც დატვირთვებია იმდენი. ეს ადამიანი კი თავისი კარიერის თითქმის დასაწყისში გადმოვიდა აქ, რაც იმაზე მეტყვ ელებს რომ თვითონ არ შჯეროდა თავისი თავის რომ ევროპაში რამეს მიაღწევდა. ბოდიშით ასე კრიტიკული მიდგომისთვის მაგრამ ასეა
niko
11 სექტემბერი 2020 16:52
0
დედა-რა იყო ის?! 0:1;0:2;0:3;0:4......2:8???!!!ამხ.მეეეეეეესი სად იყო?????????
დ.დ.
11 სექტემბერი 2020 16:50
7
ამ კოლაჟით ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, მსოფლიო ნაკრები ღრმააა ნაბახუსევზე მყოფ გუნდს ეთამაშება. ცუდი ისაა, ამ "ღრმაა ნაბახუსევ" გუნდში ჩვენები თამაშობენ ან უარესი, განაცხადში ვერ ხვდებიან. სამწუხაროა....
merabi-1960
11 სექტემბერი 2020 16:28
0
და ამ გუნდის დაცვის შემკურე როგორ ვერ ხვდება განაცხადშიც კი კაშია?მწვრთნელს ცოლი ხოარ ....
ზურა
11 სექტემბერი 2020 15:09
1
სად ნახულობს ეს ხალხი ასეთ გუნდებს,რა უნდოდა კაშიას,სახელი აკლდა ვიტესში თუ დიდება?!
ბაჩი
11 სექტემბერი 2020 15:01
0
ფული ბაბაია, ფულიი))
შოთა
11 სექტემბერი 2020 16:34
0
ფიფაში რო ამატეურზე დააყენებ ზუსტად ისე თამაშობენ მცველები
Emre
11 სექტემბერი 2020 14:46
0
ეს რა არი? ყომარია?
ვვვ
11 სექტემბერი 2020 14:08
1
პირველი გოლი ასახავს გუნდის ნამდვილ სახეს :(
L.J.
11 სექტემბერი 2020 13:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული