აბურჯანია ესპანურ კლუბში გადასვლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
ესპანური სპორტული საიტის, lavozdeasturias.es-ის ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია "რეალ ოვიედოსთან" კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა.

კარბაიონელები (ოვიედოს უბის სახელი) 25 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა აბურჯანია პრინციპალიტის დედაქალაქში უფასოდ გადავიდეს.

საიტი წერს, რომ ქართველი ნახევარმცველი ძალიან ტექნიკურია, სასტარტო სისწრაფე კარგი აქვს, შეუძლია ბურთის კარგად წაღება და არც დარტყმას უჩივის. მას, როგორც საყრდენზე, ისე შემტევ ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში.

"რეალ ოვიედოში" გიორგის ორი ყოფილი თანაგუნდელი თამაშობს: სერხიო ტეხერა და მოსა, რომლებთან ერთადაც ტარაგონის "ხიმნასტიკში" გამოდიოდა.

თავად გუნდმა სეგუნდა დივიზიონის გასული სეზონის სატურნირო
ცხრილში მე-15 ადგილი დაიკავა. "სევილიას" საკუთრება გიორგი აბურჯანია კი ენსხედეს "ტვენტეში" გამოდის.



მკითხველის კომენტარები / 6 /
გაზარმაცდა.
status quo
12 სექტემბერი 2020 10:26
0
ნასტიკი,სევილია ,ტვენტე,ეხლა ოვიედო და ესპანიოლი ერთმანეთს ასწრებს წაყვანას და თანაც სევილიაც მარტო ანათხოვრებს,(ვინც არ ჭირდება მონჩის ყველას ყიდის),ესეიგი განსაკუთრებულად უდგებიან,ეს ბიჭი ლა ლიგას ითამაშებს!ნეტა ბევრი მოგვცა ესეთი ესპანეთში!
გულშემატკივარი
12 სექტემბერი 2020 10:22
0
ღმერთმა ნიჭით დააჯილდოვა და რა იყო, მარტო ნიჭი, ცოტა შრომისმოყვარეობაც გაემეტებინა რა იქნებოდა. ნუთუ ყველა მწვრთნელი იდიოტია და თუ იმსახურებს თამაშს მაინც სკამზე სვავენ? შე დალოცვილო, დაანახე მწვრთნელს შენი მონდომება ვარჯიშებზე და არ არსებობს რომ არ დაგიფასონ. ხიმნასტიკი, სევილია, ტვენტე თან მგონი ხუთი სხვადასხვა მწვრთნელი, ბრმები ნამდვილად არ არიან. ჰოდა ნუთუ დასკვნების გამოტანა არ შეუძლია?...არა მგონია ვცდებოდა და ცდილობს კიდეც, მაგრამ როგორც იტყვიან "ქათმის შეძლება კვერცხიაო" და იქნებ მეტი არც შეუძლია.
emigranti
12 სექტემბერი 2020 02:44
1
მომწონს ეს ბიჭი ჯერ კიდევ ასაკობრივ ნაკრებში რომ გამოდიოდა, იმდროიდან. 17-ის იყო როცა ჩემი ყურადღება მიიქცია როგორც ძალზე ტექნიკურმა და მოაზროვნე ფეხბურთელმა.
ცხოვრებაში ცოტა გამართლებაცაა საჭირო და საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნაც რომ კარგ კლუბში მოხვდე და ტოპ მოთამაშე გახდე.

ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. წარმატებები გიორგის.
თამაზი
11 სექტემბერი 2020 17:56
1
მეტი რაღა უნდა გაუმართლოს, სევილიაში მოხვდა.სანამ დროა მეტი იშრომოს და დაუფასდება.
emigranti
12 სექტემბერი 2020 03:48
0
შენი წინსვლა მრავალს გაგვიხარდება . წარმატებებს გისურვებთ.
გიორგის
11 სექტემბერი 2020 17:41
0

სიახლეები პოპულარული