ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ნიკა კაჭარავამ "ლეხში" სამედიცინო შემოწმება გაიარა

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ "ლეხში" სამედიცინო შემოწმება გაიარა, - იტყობინება პოზნანური კლუბის საიტი.

ვებგვერდი გულშემატკივრებს აცნობებს, რომ 26 წლის ტანმაღალი ფორვარდი (198 სმ) პოლონეთში ადრე "კორონაში" თამაშობდა, "ანორთოსისში" ბოლო ორ სეზონში ყველა ტურნირზე 44 მატჩში 10 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია.

"ლეხი" კაჭარავას ერთსეზონიან საიჯარო ხელშეკრულებას გაუფორმებს, შემდეგ კი მისი კონტრაქტის 250 ათას ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.