ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მომღერალი ფირცხალავა: ჯანომ "მაყუთზე" უარი თქვა - ამას რომელი ფეხბურთელი გააკეთებდა?

AutoSharing Option
"როტორიდან" ნახევარმცველ ჯანო ანანიძის წასვლას რუსულ პრესაში ბევრი უარყოფითი კომენტარი მოჰყვა. ფეხბურთელს რუსეთში მოღვაწე მომღერალი ირაკლი ფირცხალავა გამოექომაგა.

"მაოცებს ზოგიერთის კომენტარი. ამ პატიოსანმა ადამიანმა თავისთვის არასასიამოვნო პერიოდში "მაყუთზე" უარი თქვა. თქვენგან, "კომენტატორებიდან" ვის გაუკეთებია ცხოვრებაში მსგავსი რამ? მას კონტრაქტი გაუფორმეს, ტრავმა მიიღო და თავად გახდა ხელშეკრულების გაწყვეტის ინიციატორი, მაშინ, როდესაც კლუბს შეთანხმების პირობები უნდა შეესრულებინა.

ფეხბურთის ისტორიაში ძნელია ვინმეს ასეთი წესიერი საქციელი გაიხსენო, არამარტო რუსულში, არამედ მსოფლიოში. მოდით, ვაღიაროთ, თქვენს გუნდში 30 წლის მ
ანძილზე ასეთი ფეხბურთელი არ გყოლიათ! ზოგის კომენტარები ან ფულით შეკვეთილია ან არაადეკვატური.

"როტორი" კი ბრენდია, რომელიც რაღაც მიზეზის გამო თქვენმა "ბანდოსებმა" ჩაძირეს, ახლა თანდათან აღდგენას იწყებს, მაშ მხარი დაუჭირეთ კლუბსა და ხელმძღვანელობას და იმით გაიხარეთ, რომ არიან ისეთი პატიოსანი ბიჭები, რომლებიც ტრავმის მიღების შემდეგ არ ზიან სათადარიგოთა სკამზე და არ იღებენ "მაყუთს", როგორც ამას მსოფლიოს ფეხბურთელთა 100% აკეთებს. შესძელით გაარჩიოთ სიკეთე მომხმარებლობისაგან. რა თქმა უნდა, თუ თქვენ აქ კომენტარებს შეკვეთით არ აქვეყნებთ. მშვიდობა ყველას!

ჯანო! შენ არამარტო ფეხბურთელი, არამედ პირველ რიგში ჩემს თვალში ადამიანი და პიროვნება ხარ. ეს საქციელი კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს აზრს შენზე - ჯიმა (მეგრულად ძმაო - რედ.), Maximum respect! შენს დაბრუნებას ველით, მე და ჩემი პატარები თვალს გადევნებთ“, - წერს ფირცხალავა ინსტაგრამზე".

ასევე დაგაინტერესებთ