ბუდუმ "ფეჰერვარში" პირველი გოლი გაიტანა - მისი გუნდი გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ბუდუ ზივზივაძის ახალმა გუნდმა, "ფეჰერვარმა" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა "პუშკაში".

ქართველი თავდამსხმელი მწვრთნელმა 79-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და ამის შემდეგ მოახერხეს მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება.

84-ე წუთზე უკრაინელმა ნახევარმცველმა ივან პეტრიაკმა "ფეჰერვარი" დააწინაურა, ხოლო 90+1-ე წუთზე ბუდუმაც დალაშქრა მეტოქის კარი. მან მცველი ჩამოიცილა და 14 მეტრიდან გაიტანა.

ზივზივაძე "ფეჰერვარში" ზაფხულში "მეზეკოვეშდიდან" გადავიდა და ახალ გუნდში პირველად გაიტანა.

"ფეჰერვარი" 8 ქულით ჯერჯერობით ლიდერია და 27 სექტემბერს გასვლაზე "კიშვარდას" შეხვდება, იქამდე კი 17 სექტემბერს ევროპა
ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტაში "ჰიბერნიანსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ კაცმა რით ვერ დაიმსახურა ერთი შანსი ??მგონია რომ შეუცვლელი თავდამსხმელი იქნება ნაკრებში , თუ აღირსეს მოხვედრა. ვაის რამე პირადულია თუ რა უბედურებაა, რატომ არ იწვევთ?
გადასარევი გიორგი
15:45 13-09-2020
0
ჩემი აზრით ამოქრიაშვილი უნდა სცადოს ვაისმა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. ტექნიკური არის, დარტყმაც ნორმალური აქვს და სიმაღლეც.
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული