ლოჩოშვილი "ვოლფსბერგერში" სადებიუტო მატჩის მე-16 წუთზე გააძევეს

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის პირველ ტურში "ვოლფსბერგერი" საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა "ზალცბურგთან".

მასპინძელთა გუნდის განაცხადში არ იყო ტრავმირებული გურამ გიორბელიძე, ლუკა ლოჩოშვილი კი მწვრთნელმა ფერდინანდ ფელდჰოფერმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, მაგრამ უკვე მე-16 წუთზე დაატოვებინეს მოედანი.

მან მეტოქე გუნდის ზამბიელი თავდამსხმელი პატსონ დაბა წააქცია, რაც მსაჯმა უკანასკნელი იმედის ჯარიმად მიიჩნია და პირდაპირ წითელი ბარათით გააძევა.

იმ მომენტისთვის ანგარიში არ იყო გახსნილი. "ზალცბურგი" "ვოლფსბერგერზე" ისედაც უკეთესი გუნდია და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი მოწინააღმდეგის ძლევა არ გასჭირვებია.

ავსტრიული "კურიერი" ამ მომენტს ასე აფასებს: "ვოლფსბერგერის" ახალწვეულმა ლოჩოშვილმა
დაკასთან ბრძოლაში დაამტკიცა, რომ საქართველოდან განსაკუთრებით კარგი მოჭიდავეები ჩამოდიან, მაგრამ ფეხბურთში ასეთი ილეთი წესების დარღვევად ითვლება და რადგან აღნიშნულ ეპიზოდს აშკარად გოლი უნდა მოჰყოლოდა, მოედანი დაატოვებინეს".

მკითხველის კომენტარები / 12 /
გიორბელაძე კარგი ფეხბურთელია შანსს თუ მისცემენ ჩადგება ძირითადში. ლოჩოშვილი კი ნაღდად სკამის ფეხბურთელია. მართლა მაგრად დააბოლეს ავსტრიელები
ქართველი
16 სექტემბერი 2020 00:17
0
გიორბელიძე და განსაკუთრებით ლოჩოშვილი როცა აღმოჩნდნენ ამ ავსტრიულ გუნდში, მაშინვე გონებაში გამიჩნდა შეკითხვა: "ასე როგორ დააბოლეს ამ ავსტრიული გუნდის მენეჯერები?"
ქალის სიმართლე
15 სექტემბერი 2020 00:07
0
Alex
14 სექტემბერი 2020 14:40
0
კიევში თბილისის დინამოდან 2003 წელს წავედი. ლობანოვსკი უკვე გარდაცვლილი იყო.სასაფლაოზე კი ბატონო მაგრამ კონჩა ზასპაზე ვალერი ვასილოვიჩი ნაღდად არ შემხვედრია :)
ალეკო
14 სექტემბერი 2020 14:25
0
Meramdenejer moakvs goli ukve. Droze moishora dinamom
Gio
14 სექტემბერი 2020 13:19
0
ეს ბიჰი ფეხბურტელი არაა მგონი და აბრალებენ.რაგბისტი უფროა.ერტიდაიგივე ჰეცდომები ყოველტვის
bajo
14 სექტემბერი 2020 11:24
0
"ის" სახში არ ვარგოდა-სანადიროდ გარბოდა))
gela
14 სექტემბერი 2020 09:46
0
რაც ამ ბიჭის თამაშები მახსოვს, მნიშვნელოვან თამაშში ან წითელს იღებს, ან პენალტს აკეთებს ან ძალიან უხეშ შეცდომას უშვებს. საერთო ჯამში, შეხედავ, მთასავით ბიჭია, მაგრამ ძალიან ბევრი რამ აქვს დასახვეწი, პირველ რიგში თამაშის კულტურა. ჩემთვის ძაან გასაკვირი იყო მისი შეძენა ავსტრიული გუნდის მიერ. როგორც ჩანს ფიფიამ იყოჩაღა ))
რომელუ
14 სექტემბერი 2020 09:06
0
კარგა ირონიულადაც "მოუსხიათ". რას იზამ, მართალია. ლოჩოშვილი რომ ზღვარგადასულ სიტლანქეს იჩენს ეს არახალია და ამით ხშირად იჩაგრებოდა როგორც დინამო, ისე ნაკრები. გაბარიტებიდან გამომდინარე ასეთივე ტლანქი იყო დასაწყისში კალაძეც და ამისულაშვილიც, მაგრამ მალევე დაიხვეწა ორთავე. ამას კი ვერ იქნა და არ დაადგა საშველი ჯერჯერობით.
ანესთეზეოლოგი
14 სექტემბერი 2020 00:34
0
მართალი ხარ! მაგრამ კალაძე და ამისულაშვილი ლაბანოვსკისთან იყვნენ და ამიტომაც დაიხვეწნენ! თან შრომა! თუმცა ზარმაცი ლაბანოვსკისთან რას გაჩერდებოდა 2 დღეზე მეტხანს.
alexandre
14 სექტემბერი 2020 10:45
0
ლოჩოშვილი ნოლია
გიორგი
14 სექტემბერი 2020 09:42
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული