"რუბინის" დირექტორმა ხვიჩას მიმართ ინტერესსა და ტოპ კლუბში მის მომავალზე ისაუბრა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ განაცხადა, რომ კლუბი ქართველი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს მომავალში გაყიდვას არ აპირებს. 

"ხვიჩა არ იყიდება, 100%-ით დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. 15 მილიონი ევრო "ლოკომოტივისაგან"? საერთოდ, არცერთი კლუბის წინადადება არ გვაინტერესებს. ხვიჩასთვის სრული უაზრობაა რუსულ გუნდში გადასვლა. 

მას შეუძლია შემდეგი ნაბიჯი ევროპაში გადადგას, ამისათვის კი მენტალურად გამყარება სჭირდება. არ დაგავიწყდეთ, გასული სეზონის პირველ ნახევარში კვარაცხელია ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ იყო. მან ლიდერის როლი უნდა შეითვისოს, სტაბილურობა აჩვენოს. 

ამის შემდეგ კი ის წავა, თან დარწმუნებული ვარ, ძალიან
ძვირად. "ლოკოსგან" კი ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია, ეს ყველაფერი გალაქტიკის სფეროდან არის. თუ ვინმეს ფებურთელის ყიდვა უნდა, მიდის მეორე მხარესთან და პირდაპირ ეუბნება. 

ხვიჩას კი არსად ეჩქარება, სიტუაცია და ურთიერთობა მასთან დაწვრილებით განვიხილეთ. ის ბედნიერია, რომ ფეხბურთელი გახდა, ტოპ კლუბებთან დაკავშირებული ეფემერული მომავალი ჯერ არ ადარდებს. "კვარა" მომენტისაგან სიამოვნებას იღებს", - განაცხადა იაროვინსკიმ. 

მომზადებულია Match Tv-ის მიხედვით

alt"რუბინმა" კვარაცხელიას მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა - ხვიჩას ცხვირი გაუტეხეს [VIDEO]

altსლუცკი: ხვიჩას შერყევა აქვს - გაუტეხეს თუ არა ცხვირი, მოგვიანებით გავიგებთ

altკვარაცხელიამ "ჩაყვინთა", პენალტი არ იყო - ამტკიცებს "დინამოს" მწვრთნელი [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 14 /
მესმის და უაღრესად განვიცდი ,რომ საქართველოს მიწა წყალი ოკუპირებულია და მოსახლეობა განდევნილი საკუთარი სახლებიდან ,და ამაში რუსეთი რათქმაუნდა დამნაშავეა და უნდა შევცვალოთ ეს რეალობა ,მაგრამ მოსკოვში ვცხოვრობდი გარკვეული წლები და გეტყვით ,რომ ქართველი ადამიანის მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ რუსებს ,მე ჩემს გარშემო არ შემხვედრია სხვა გვარი აზრი და ქცევა , რათქმაუნდა არსებობენ გაუნათლებელი, დეგრადირებული, სამწუხაროდ ადამიანები ,მაგრამ მათი აზრი არავის აინტერესებს,უმრავლესობა ქართველებს მიიჩნევენ, ძალიან სტუმართმოყვარე,მაღალი კულტურული ფასეულობის და ძალიან დიდი ადამიანობის მქონე ხალხად ,თუმცა პოლიტიკური ელიტა რუსეთის სრულიად ბანდიტური და არაადამიანურია ,ასეთია ამჟამად რეალობა და იმედია ეს მალე დასრულდება.
ილია
14 სექტემბერი 2020 22:37
3
და როგორ დასრულდება აბა? ეგეც გვითხარი
დავით
19 სექტემბერი 2020 07:43
0
კარგია, რომ ხვიჩა და კლუბის ხელმძღვანელობა საღად აზროვნებენ, ეს იმედს იძლევა, რომ ხვიჩა დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
ჟორა
14 სექტემბერი 2020 20:26
0
საქართველოდან პირდაპირ ევროპის ტოპ კი არა, ნორმ
კლუბებში არ კი იხილავენ, Fifa-ს რეიტინგით 91 ადგილი, არა მუნდიალი, არა ევრო, არა ლიგა, რუსეთის ჩემპ.გაცილებით წინაა და ყურადღების ცენტრშია, დიდი გამოცდილება და ტრამპლინია! არაფერს ვიტყვი ფინანსებზე, რუსეთის უმაღლეს ლიგაში, ერთი თვის ხელფასი იმაზე ბევრად მეტია, რაც ჩვენ ლიგაში ყველა ფეხბურთელის ხელფასი ერთად აღებული, არაფერი რო არ ვთქვათ მკურნალობა, რეკლამა და პრემია ბონუსები.
რატი
14 სექტემბერი 2020 17:13
3
ვგძნობ ეს დიდ ფეხბურთს ითამაშებს უდაოთ ნიჩიერია წარმატებები ხვიჩას
qomagi
14 სექტემბერი 2020 15:50
0
ქართველი ფეხბურთელებიდან დღეისათვის ყველაზე მეტად ხვიჩას საქმისადმი მიდგომა მომწონს .ასე იქცევიან საქმის პროფესიონალები. ამ ბიჭს ძალიან დიდი მომავალი აქვს . წარმატებები ხვიჩას!
dima
14 სექტემბერი 2020 15:00
2
Amden Xans diagnozi rogor ver faudgines Bichs ?. Devigale lodinit. Fuu ...
Kaxa
14 სექტემბერი 2020 14:29
2
Yvelaferi rigzea shemdeg tamashze ukve brundeba ido misi interviu ertert saitze
Kaxas
14 სექტემბერი 2020 15:36
0
დავაი კვარაა შებერეეე ჯიმა!
c
14 სექტემბერი 2020 14:27
2
არსადაც არ წავა, თუ ჭკუა აქვს ზუსტად ორი სეზონი, გახდება მეგავარსკვლავი და მერე რაიმე ტოპ გუნდი, მთავარია ვარჯიში, რომ ტრავმისკენ მიდრეკილი არ იყოს!
14 სექტემბერი 2020 14:12
5
სწორე თქვა კაცმა, აზრი არა აქვს რუსულ კლუბში ხვიჩას გადასვლას, ევროპა ძამა!
ევროპაში წავა, თუ წავა. თან ძვირიაო ამბობს ეს კაცი, ფასები იცის. რა 15 მილიონი? ძვირი ღირს ბიჭი, ძალიან ძვირი, 30-ს ასცდა მემგონი უკვე, ხედავთ როტორი რა მაყუთს უგებს? ხვიჩა ხევს უკვე, თან მეშინია, არ დაგვიმტვრიონ, ღმერთო უშველე, თუ დაუპირეს დაჩეხვა ამომავალ ვარსკვლავს...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
14 სექტემბერი 2020 14:07
8
აბა რუსები ქართველ ფეხბურთელებს აფუჭებენო???
ლ.გიო
14 სექტემბერი 2020 13:34
15
ასე ნიშნის მოგებით იმიტომ კითხულობს,რომ რუსოფილია,საქართველოს ხედავს მხოლოდ აქოთებულ რუსულ წიაღში,ისევე,როგორც ყველა დანარჩენი(მადლობა უფალს ძალზედ ცოტა)რუსოფილი! დანარჩენში კი აბსოლუტურად გეთანხმები!
ლავრენტი-ს
14 სექტემბერი 2020 16:13
5
ესე ნიშნის მოგებით რატომ კითხულობ? შენ არ გაღიზიანებს რუსეთის დამოკიდებულება შენი ქვეყნის მიმართ? თუ სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა? და ქართველი ბიჭების ევროპის კლუბებში წასვლა რომ რთულია არაევროკავშირელობის გამო, ეგეც რომ
დიდწილად რუსეთის მარყუჟების ბრალია, მაგას რა ვუყოთ? ასე, რომ რუსები ფეხბურთელებს კი არა, მთელ ქვეყანას გვიფუჭებენ ყოველდღიურად.
ლავრენტი
14 სექტემბერი 2020 15:01
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული