ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"რუბინის" დირექტორმა ხვიჩას მიმართ ინტერესსა და ტოპ კლუბში მის მომავალზე ისაუბრა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ განაცხადა, რომ კლუბი ქართველი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს მომავალში გაყიდვას არ აპირებს. 

"ხვიჩა არ იყიდება, 100%-ით დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. 15 მილიონი ევრო "ლოკომოტივისაგან"? საერთოდ, არცერთი კლუბის წინადადება არ გვაინტერესებს. ხვიჩასთვის სრული უაზრობაა რუსულ გუნდში გადასვლა. 

მას შეუძლია შემდეგი ნაბიჯი ევროპაში გადადგას, ამისათვის კი მენტალურად გამყარება სჭირდება. არ დაგავიწყდეთ, გასული სეზონის პირველ ნახევარში კვარაცხელია ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ იყო. მან ლიდერის როლი უნდა შეითვისოს, სტაბილურობა აჩვენოს. 

ამის შემდეგ კი ის წავა, თან დარწმუნებული ვარ, ძალიან
ძვირად. "ლოკოსგან" კი ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია, ეს ყველაფერი გალაქტიკის სფეროდან არის. თუ ვინმეს ფებურთელის ყიდვა უნდა, მიდის მეორე მხარესთან და პირდაპირ ეუბნება. 

ხვიჩას კი არსად ეჩქარება, სიტუაცია და ურთიერთობა მასთან დაწვრილებით განვიხილეთ. ის ბედნიერია, რომ ფეხბურთელი გახდა, ტოპ კლუბებთან დაკავშირებული ეფემერული მომავალი ჯერ არ ადარდებს. "კვარა" მომენტისაგან სიამოვნებას იღებს", - განაცხადა იაროვინსკიმ. 

მომზადებულია Match Tv-ის მიხედვით

alt"რუბინმა" კვარაცხელიას მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა - ხვიჩას ცხვირი გაუტეხეს [VIDEO]

altსლუცკი: ხვიჩას შერყევა აქვს - გაუტეხეს თუ არა ცხვირი, მოგვიანებით გავიგებთ

altკვარაცხელიამ "ჩაყვინთა", პენალტი არ იყო - ამტკიცებს "დინამოს" მწვრთნელი [VIDEO]


ასევე დაგაინტერესებთ