კაშია დაბრუნდა, "სან ხოსემ" გოლი არ გაუშვა და ქართველ მცველს ვარდნაში გატანამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 14 სექტემბერს, "კალი კლასიკოში" ერთმანეთს "სან ხოსე ერსქვეიქსი" და "ლოს ანჯელეს გალაქსი" დაუპირისპირდნენ, უგოლოდ დასრულებულ მატჩში კი ორივე ქართველმა ითამაშა.

თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია დაუბრუნდა. "კაშო" ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს. წინა მატჩისაგან (1:7) განსხვავებით, "სან ხოსეს" გოლი არ გაუშვია და ეგ კი არა, ქართველ მცველს პირველ ტაიმში, ვარდნაში გოლის გატანაც შეეძლო, რომელიც მცველმა დაბლოკა, დამატებაზე კი კარს ააცილა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი მოედანზე 73-ე წუთზე შემოვიდა, თუმცა მატჩის დარჩენილ
დროში საგოლე მომენტი არ ჰქონია.

შემდეგ შეხვედრას სანხოსეელები კვლავ შინაურ კედლებში, 17 სექტემბერს გამართავენ. მათი მეტოქე "პორტლენდ ტიმბერსი" იქნება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რუსეთში თამაში ტეხავს და აშშ-ში ცირკის ბებერი დათვივით ყოვლად უაზროდ ძუნძული მარტო ფულისთვის არა?
ჯაბა
19:44 14-09-2020
2
ამერიკის ყველაზე ფარჩაკმა გუნდმა ერთი თამაში ჩაატარა წაუგებლად და ამაზე სტატიები იწერება.... ეს საიტი კაშიას ხო არ ეკუთვნის შემთხვევით?
სირცხვილია!!!!!!
09:32 15-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული