ქვილითაია ხვალ "ანორთოსისთან" საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს

AutoSharing Option
larnakasports-ის ცნობით, "გენტის" თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ხვალ კვიპროსში ჩავა და "ანორთოსისში" მედშემოწმებას გაივლის.

მედშემოწმების გავლის შემდეგ გიორგის ფამაგუსტური კლუბი ერთსეზონიან საიჯარო ხელშეკრულებას გაუფორმებს.

მას "გენტთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში უმთარდება და შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება.

20 სექტემბერს "ანორთოსისი" ჩემპიონატის მეოთხე ტურში "აპოლონს" უმასპინძლებს, 24 სექტემბერს კი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ოსიეკისა" და "ბაზელის" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ასე რომ, ქვილითაიას უცბად მოუწევს სერიოზულ მატჩებში მონაწილეობის მიღება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მე ვაკეთებ ხშირად მეგრულ ენოვან კონენტარებს რათა სადღაც გამოჩნდეს ეს ენა რომელიც არის ჩემი ენა მშობლიური და რელიც მიყვარს ყველა ენაზე მეტად და თქვენ აუნლაიქებთ ,რა პრობლემა გაქვთ?იქნებ აგვიკრძალოთ მეგრულად წერა ლაპარაკი?რა არის ეს რა უბედურება ჭირს ერს,რატომ,რატომ?!!!!!!!! ასეთი მიდგომებით ჩვენ არასდროს არ ვიქნებით ერთიანი. მიდით დააუნლაიქეთ
ბაჩი
16 სექტემბერი 2020 14:02
0
უბრალოთ ზოგჯერ ვფიქრობ რომ ძალიან შემტენები არიან ზოგ ზოგიერთები რაც ქეცბაია ლანზღეს ამ ხალხმა და ეხლა უცებ ამკობენ კომპლიმენტებით რათქმაუნდა ყველაზე არ ვსაუბრობ იმედია ხვდებით გიოს წარმატებები და წინსვლა
Gio
15 სექტემბერი 2020 18:30
0
დიდი მადლობა თემურ, იმისთვის რასაც შენ ქართული ფეხბურთისთვის აკეთებ. კაცმა დაამტკიცა, რომ არ არის საჭირო იყო ფედერაციი მაღალი ჩინოვნიკი ან ნაკრების უფროსი, რომ ქართული საქმე გააკეთო. ამას თემური შორიდანაც კარგად ახერხებს.
გაიოზ გოშაძე
15 სექტემბერი 2020 10:40
0
დიდ წარმატებებს გისურვებ გიორგი. თემურისთანა ჭკვიან და პატრიოტ კაცთან ამის მიღწევა არ გაგიჭირდება.
გიზოგ
15 სექტემბერი 2020 10:34
0
წჷმე უჺა ჯიმა❤️
ბაჩი
14 სექტემბერი 2020 20:02
4
წარმატებები გიორგის!!!
დათო
14 სექტემბერი 2020 18:39
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული