"გენტმა" ერთ თვეში მეორე მწვრთნელი გადააყენა

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძეს ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს

ზუსტად ერთი თვის წინ "კორტრიკთან" საშინაო მარცხის (1:2) შემდეგ დაითხოვეს სამუშაოდან "გენტის" მწვრთნელი იეს ტორუპი, რომლის ნაცვლად ლასლო ბოლონი დანიშნეს. რუმინელმა სპეციალისტმა 4 მატჩში უხელმძღვანელა გუნდს და უარყოფითი შედეგებისთვის მასაც კარისაკენ მიუთითეს.

"გენტი" ამჯერად ვიმ დე დეკერს ჩააბარეს, მისი ასისტენტი კი პიტერ ბალეტი (იხ. ფოტო) იქნება და ვნახოთ, როგორ გაუძღვებიან საქმეს.

ისე, ბოლონი ჩაკვეტაძის მიმართ კეთილგანწყობილი იყო, სასტარტოში აყენებდა და იმედია, გიორგისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება.

ბოლონისთან უთანხმოების გამო ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა უკრაინელმა თავდამსხმელმა რომან
იარემჩუკმა, ახლა კი ის, სავარაუდოდ, გუნდში დარჩენას მოისურვებს. ვნახოთ.

15 სექტემბერს "გენტი" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "რაპიდს" უმასპინძლებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
იარემჩუკმა იმიტომ მოითხოვა რომ მსურველები ყავს და ქვილითაიას არავინ ახევდა კალთებს. რომ არა ქეცბაია დანარჩენები ვინცააა ანართოსისში ისინიც უგუნდოდ იქნებოდნენ. ქეცბაიას ფასი არ ვიცით ჩვენ მგონი.
roma bejanidze
12:28 15-09-2020
1
მე ის გამიკვირდა ეს ფეხბურთის უცოდინარი რომ დანიშნეს სწორედ. ზუსტად წინა შ3ხვედრაზე ვფიქრობდი, ალბათ მოხსნიანთქო :) ყოჩაღ რომ მოიფიქრეს
გადასარევი გიორგი
22:31 14-09-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული