ახალმა მწვრთნელმა ჩაკვეტაძე "რაპიდთან" სასტარტოში დააყენა

AutoSharing Option
თბილისის დროით 22:30 საათზე ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი დაიწყება "გენტსა" და ვენის "რაპიდს" შორის.

"გენტის" ახალმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე. სასტარტოში დააბრუნეს უკრაინელი თავდამსხმელი რომან იარემჩუკი, რომელიც ტრანსფერზე დაყენებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, დე დეკერმა გუშინ გადაყენებული ლასლო ბოლონი შეცვალა. ის აქამდე მწვრთნელის ასისტენტი იყო, კლუბის სტრუქტურაში კი უკვე 4 წელია მუშაობს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ვაა გავგიჟდები რაა, ვინ დაგვწყევლა ასე...ღმერთმა ქნას ვცდებოდე მაგრამ მძიმე ტრავმა ჩანს. ერთ ფეხბურთელს არ დასცალდა რომ გამოევლინა თავისი პოტენციალი სრულად. ყენია, ანანიძე, მჭედლიძე ეხლა ჩაკვეტაძე, არადა რა ფეხბურთი უნდა ეთამაშათ ამ ბიჭებს
გულშემატკივარი
16 სექტემბერი 2020 00:45
1
Gmertma daifaros an kunti gaiwyvita an isev muxlia
Amiko
16 სექტემბერი 2020 00:42
0
ვინმემ დაწეროს როგორააააა:(
Batumi90
16 სექტემბერი 2020 00:14
2
არა რა ერთი გაქცევა და ტრამვა.ვის რათ უნდა ეგეთი თერთმეტმეტრიანი.ვერ მორჩა რა ეტყობა კარგად.მაგრა შემეცოდა რა კაი ექიმი უნდა და მაგარი მკურნალობა თუ უშველის.
zaza
16 სექტემბერი 2020 00:10
0
ყვითელიც კი არ მისცა იმ მცველს არადა გაიმეტა გიო დასამტვრევად.იმედია მძიმედ არ დაშავდა
იაგო
16 სექტემბერი 2020 00:05
0
ნეტა არ დაეყენებინა,მგონი იმ პენალტის დროს სერიოზული ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა
roma
16 სექტემბერი 2020 00:03
0
როგორც ჩანს მძიმეეე
Batumi90
16 სექტემბერი 2020 00:03
0
თერთმეტმეტრიანი კი აიკიდა თავისი სოლო რეიდით მარა მგონი მძიმე ტრავმა მიიღო, ძალიან სამწუხაროა. იმედია კიდევ არ გაუცდება პერიოდი ამის გამო თორემ ფაქტიურად ჩაქრება მისი ფეხბურთი.
chakve
16 სექტემბერი 2020 00:01
2
ტრამვააა აიკიდა არადა რაკარგად თამაშობდაა :(
Batumi90
16 სექტემბერი 2020 00:00
0
ძალზე სამწუხაროდ ტრამვა მიიღო და მგონი საკმაოდ მძიმე , ღმერთმა ჰქნას ვცდებოდე.
ჯ.ჩ.
15 სექტემბერი 2020 23:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული