ჩაკვეტაძემ პენალტი მოიპოვა და ტრავმა მიიღო - "გენტმა" "რაპიდს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "გენტმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა ვენის "რაპიდი".

36-ე წუთზე ნიკლას დორშმა მასპინძლები დააწინაურა, ხოლო 56-ე წუთზე ჩაკვეტაძე 60-მეტრიანი დრიბლინგის შემდეგ საჯარიმოში 19 წლის ცენტრალურმა მცველმა ლეო გრიემლმა წააქცია, მერე მეკარესაც შეეჯახა და პენალტი რომან იარემჩუკმა გაიტანა. სამწუხაროდ, გიორგიმ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი.

ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია ჩაკვეტაძის ტრავმა.

შეცვლაზე შესულმა იუსუფ დემირმა 90+3-ე წუთზე ანგარიშის სხვაობა შეამცირა და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

"გენტი" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კიევის "დინამოს" შეხვდება,
რომელმაც "ალკმაარს" 2:0 მოუგო.

შემდეგ ეტაპზე გავიდა სალონიკში "ბენფიკას" მძლეველი (2:1) პაოკიც, რომლის ახალწვეული ნიკა ნინუა სათადარიგო იყო.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ვუყურე თამაშს და ეს ნაგლები პასს არ აძლევდნენ რამდენი შეტევაც შექმნა იმდენი თავისით ქნა არავინ დახმარებია.. ის უკრაინელი იარმჩუკი თუ ვიღაც პასი რო გაეკეთებინა და არ ეღორა ჩაკვეტაძე გაიტანდა მეორე რა საგოლე პასი მისცა დრიბლინგიის მერე ჩაკვემ და ვერ გაიტანა იარმჩუკმა თვითონ კიდე პასს არავინ აძლევდა გიო მაგრად მეცოდები მაგ ჯუნგლებში ტოპ 5 უნდა თამაშობდე შენ მაგის დროც მოვა მთავარია ტრავმა არ მიიღო
Jeyjey
00:43 16-09-2020
4
100% გეთანხმები თვითონ ფორმაში შედის ეტყობა და ეგ დასათესლი იერემჩუკი და სხვები პასს არ აძლევდნენ 6 ნომერი რა გვარია არ ვიცი ეგეც წყლისთავაა..
Jeyjeys
01:08 16-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული