"გენტში" ჩაკვეტაძის მძიმე ტრავმას ეჭვობენ

AutoSharing Option
ბელგიური გამოცემა nieuwsblad-ის ინფორმაციით, "გენტში" ეჭვობენ, რომ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა მოსალოდნელზე უფრო მძიმე შეიძლება გამოდგეს.

წყაროს ცნობით, 21 წლის ნახევარმცველს, შესაძლოა, აქილევსის მყესი ჰქონდეს დაზიანებული და ამის კლუბში ძალიან ეშინიათ. სწორედ შიშების გასაქრობად ახალგაზრდა ქართველს დღეს, 16 სექტემბერს დამატებით გამოკვლევას ჩაუტარებენ და საბოლოო დიაგნოზიც ცნობილი გახდება.

გასულ წელს გიორგიმ მუხლის მძიმე ტრავმის გამო თითქმის ვერ ითამაშა, ბოლო შეხვედრებში კი ფორმას იუმჯობესებდა. იმედია, ნიჭიერ ქართველს სერიოზული არაფერი სჭირს და მოედანს მალე დაუბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ახლახან წავიკითხე ლელოში,რომ ყველაფერი რიგზეა და დაახლოებით 10 დღეში მოედანს დაუბრუნდება.სისხლჩაქცევები აქვს და სერიოზული არაფერიაო
ქობულეთიდან
21:12 16-09-2020
0
კაი იქნება ვინმე ჟურნალისტი თუ დაუკავშირდება და გაგვაგებინებს რა მდგომარეობაშია ჩვენი ლომი.
ხალხი ვნერვიულობთ გიოზე. იმედია ინტერვიუს ჩააწერთ და გაგვაგებინებთ როგორ არის
ტეტე1234
20:46 16-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული