საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველ გიორგი აბურჯანიას სეგუნდა დივიზიონის "ოვიედოში" გადასვლა გადაწყვეტილია.
RadioRO-ს ცნობით, აბურჯანია უახლოეს საათებში "ოვიედოში" მედშემოწმებას გაივლის და შემდეგ პრეზენტაციას მოუწყობენ.
გიორგი "სევილიასთან" კონტრაქტითაა დაკავშირებული და ჯერ უცნობია, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს ანდალუსიურ კლუბს თუ ისევ იჯარით გაუშვებენ.
გასულ სეზონში ის "ტვენტეში" თამაშობდა, ადრე კი რუსთავის "მეტალურგის", "დილას", თბილისის "ლოკომოტივის", "ანორთოსისის", "ხიმნასტიკისა" და "ლუგოს" ღირსებას იცავდა.
აბურჯანია ესპანურ კლუბში გადასვლასთან ახლოსაა