გიორგი ქვილითაია "ანორთოსისის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
როგორც დაანონსებული იყო, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია "ანორთოსისში" გააგრძელებს კარიერას.

"გენტმა" ქვილითაია კვიპროსულ გუნდში ერთწლიანი იჯარით გაუშვა, სადაც 23-ნომრიანი მაისურა გადასცეს.

"ანორთოსისში" აგრეთვე გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობენ.

"ანორთოსისი" 20 სექტემბერს, ჩემპიონატის მე-4 ტურში "აპოლონს" უმასპინძლებს, ხოლო 24 სექტემბერს ევროპა ლიგაზე სტუმრად "ბაზელს" შეხვდება, რომელმაც დღეს გასვლაზე "ოსიეკს" 2:1 მოუგო.

ასე რომ, ქვილითაიას ახალ გუნდში ჩარიცხვისთანავე მოუწევს ბრძოლაში ჩართვა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
1 წლიანი იჯარა პირიქიდ ოქრიაშვილი გენტში ორივე მხარეს უნდა აწყობდეს.. გენტის ნახევარდაცვა კატასტროფაა თან პას შეგნებულად არ აძლევენ ჩაკვეს..
ჩორნა
18 სექტემბერი 2020 17:47
0
არ რაა! გიორგი ვაშაძე მაგარია!
ნე
18 სექტემბერი 2020 10:19
8
ხო და ძალიანაც კარგი თუ ჩარიცხვისთანავე მოუწევს ბრძოლაში ჩართვა.იბრძოლოს,წარმატებები გიოს♥️
ბაჩი
18 სექტემბერი 2020 10:06
0
რა საწყლად გამოიყურება!
გაბო
18 სექტემბერი 2020 09:40
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული