კვარაცხელია "სპარტაკთან" სათამაშოდ მზად არის

AutoSharing Option
"რუბინის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის "დინამოსთან" მიღებული სახის ტრავმის შემდეგ დღეს გუნდთან ერთად ნიღბის გარეშე ივარჯიშა (იხ. ფოტო) და ალბათ, 20 სექტემბერს რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში "სპარტაკთან" საშინაო მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

45-ათასიან "ყაზან არენაზე" 31 ათას მაყურებელს ექნება დასწრების უფლება.

"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ორიოდ დღის წინ განაცხადა, რომ კვარაცხელიას ნიღაბი აქვს და მისი თამაში პრობლემა არ იქნება.

"რუბინი" 11 ქულით პრემიერლიგაზე მე-7 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ხვიჩა გეხვეწები, ჯიქია შენი ფინტებით ცხვირით ახოხე მინდორზე რა.
მამუკა
10:40 19-09-2020
1
კვარაცხელიასნაირი ფეხბურთელი საქართველოს დიდი ხანი არ ჰყოლია ქინწლაძესაც ბევრად აღემატება და სხვებსაც, კოსმოსია
ბეღურა
10:43 19-09-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული