აბურჯანიამ "ოვიედოსთან" ერთსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია "სევილიადან" ერთწლიანი იჯარით ამჯერად სეგუნდა დივიზიონის "ოვიედოში" გადავიდა, - იტყობინება კლუბის საიტი.

ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის მერვე ახალწვეული გახდა.

აბურჯანია გასულ სეზონში "ტვენტეში" თამაშობდა, ესპანეთში კი "ხიმნასტიკსა" და "ლუგოში" ასპარეზობდა.

"ოვიედოსთან" ხელშეკრულების გაფორმებით ძალიან გახარებული ვარ, ამ გუნდის მაისურას ტარებით ბედნიერი ვიქნები. იმედია, დავაბრუნებთ გუნდს იმ ადგილზე, სადაც ყოფნასაც იმსახურებს", - განაცხადა აბურჯანიამ.

28 სექტემბერს, ჩემპიონატის მესამე ტურში "ოვიედო" "ესპანიოლს" უმასპინძლებს და შესაძლოა, ახალ გუნდში გიორგის დებიუტი შედგეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორ მომწონს ამ ბიჭის სათამაშო სტილი მაგრამ რად გინდა ერთ გუნდში არ აჩერებენ.აი რას ნიშნავს უცებ ავარდნა ხიმნასტიკში რა კარგი იყოდა ერთი სეზონი კიდე რომ გაჩერებულიყო უკეთესი იქნებოდა მისთვის ანდა ეს 5წლიან კონტრაქტებს რმ აფორმებენ და მერე სხვაგან იჯარით უშვებენ მთელი კონტრაქტის განმავლობაში ეს რა ფენომენია ვერ ვხვდები, იგივე დაემართა ჩაკეტაძეს გააფორმე რა 2ან სამ წლიანი კონტრაქტი
თემური
10:10 21-09-2020
0
ძალიანმინდა ეს ბიჭი ათამაშდეს, ძალიან მომწონს და მინდა წარმატებას მიაღწიოს.
გულშემატკივარი
21:31 20-09-2020
0

სიახლეები პოპულარული