ხვიჩას ფინტები, პასები, პერსონალური მეურვის გაძევება - "რუბინი" მაინც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატზე მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, თუმცა "რუბინი" საკუთარ მოედანზე "სპარტაკთან" 0:2 დამარცხდა.

მატჩი მასპინძელთათვის უიღბლოდ დაიწყო - უკვე მე-4 წუთზე ანგარიში ლარსონმა გახსნა, 21-ე წუთზე კი ყაზანელთა მეკარე მედვედევი გამოსვლაზე შეცდა და მერკულოვმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

"სპარტაკთან" ხვიჩამ ისე ლაღად და აქტიურად ითამაშა (ნიღბის გარეშე), თითქოს გასულ ტურში მოსკოვის "დინამოსთან" ტრავმა არც კი მიუღია. მას მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელმა ტედესკომ პერსონალური მეურვე, მასლოვი მიუჩინა, მაგრამ 61-ე წუთზე ჩვენებურმა მეორე ყვითელი ბარათი მიაღებინა და მოედნის დატოვება
მოუწია.

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა დედაქალაქლებმა უკან დაიხიეს და "რუბინმა" დიდი ძალებით შეუტია, ხვიჩა პასებს კარგად ანაწილებდა, ერთხელ დასარტყმელ პოზიციაზე დესპოტოვიჩი გაიყვანა, ორჯერ მაკაროვი, მაგრამ მათ ვერ ივარგეს და 0:2 დამარცხდნენ.

ჩვენთვის მთავარი კი კვარაცხელიას კარგ ფორმაში ყოფნა და მისი კარგი თამაშია.

მკითხველის კომენტარები / 41 /
არ მინდა ეხლა შედარებასავით გამომივიდეს, მაგრამ კრიშტიანო რონალდო სულ ბავშვი იყო მანჩესტერში რომ გადავიდა, და რეებს აკეთებდა თავიდან, ვისაც ახსოვს დამეთანხმება, უაზროდ ბურთის თრევა, პასის დაგვიანება, ერთიდაიგივე კაცის ასჯერ მოტყუება და ბოლოს ბურთის დაკარგვა, ჟონგლიორიბა ცირკის მსახიობივით ორი მეტრის რადიუსში, მაგრამ დაიხვეწა და ადამიანი გახდა ლეგენდა, ნომერ პირველი ფეხბურთელი მესისთან ერთად,, უახლოეს მომავალში მე სამწუხაროდ მსგავს მოვლენას ვერ ვხედავ ფეხბურთში!!/ ხოდა ხვიჩაც ხომ ახალგაზრდაა, ეს სეზონია რაც 90 წუთის თამაში დაიწყო, და რატომ თხოვთ იმ შედეგს რასაც შემდეგარი ფეხბურთელების 80 % ვერ აკეთებს, კარიერას ისე ამთავრებენ დრიბლიგი რომ არ გაუკეთებიათ, და ეს ბიჭი 19 წლისა, იშრომებს , მეტს ივარჯიშებს და კარში დარტყამასაც დახვეწავს,/// არ შეიძლება დამწყებს უსაყვედურო , იმას ვერ აკეთებ! ამას ვერ აკეთებ! მითიმეტეს იმ ფონზე რომ რამდენი მაგის ტოლა იცით მსოფლიოში ვინც ხვიჩაზე უკეთეს ფეხბურთს თამაშობს? 10 კაცი? 20?? ვაცადოთ რა, და გამოჩნდება
Vasili
23:29 20-09-2020
2
ვინც ამ დარტყმებზე ლაპარაკობთ, მარტო თქვენ ხედავთ? მუშაობს ბატონო ამაზეც ვარჯიშებზე. სლუცკიც ამას ეუბნება და სხვებზე მეტად კარებში არტყმევინებს, როდესაც სხვები სხვა რაღაცეებზე ვარჯიშობენ. აცადოთ იქნება. მისი შრომისმოყვარეობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს! მე ვნახე გუნდის ვარჯიში 18 სექტემბერს და ამიტომ ვამბობ.
დავით 67
02:35 21-09-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული