ოქრიაშვილმა გაიტანა, ქვილითაიას დებიუტი შედგა, "ანორთოსისი" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატზე "ანორთოსისი" 1:3 დამარცხდა "აპოლონთან".

"ანართოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და  ახალწვეული გიორგი ქვილითაია შეუცვლელად ათამაშა. მე-19 წუთზე ოქრიაშვილმა ანგარიში გახსნა. მან მიმდინარე ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა. თუმცა, ამის შემდეგ "აპოლონმა" 3 უპასუხო გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.

24 სექტემბერს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველების გუნდს უმძიმესი გასვლა ელის "ბაზელთან".

მკითხველის კომენტარები / 9 /
რაიო ძალიან აკლია გუნდს და მის შემცვლელს ვერ ვხედავ. ფაქტობრივად ოქრიაშვილია ანორთოსისის შეტევა მთლიანად. ანდა ძირითადში რომ აყენებ ისეთ თავდამსხმელს პირველივე შეხვედრაში, რომელსაც ლამის არც ახსოვს სტაბილურად როდის ითამაშა 90 წუთი რა ვიცი, მემგონი შეცდომაა... ქვილითაია ნელნელა უნდა შეეჩვიოს მინდორს და არა ეგრევე. ასე აჯობებს გუნდისთვისაც და გიოსთვისაც. ზოგადად აპოლონი წელს ძალიან კარგად გამოიყურება. საბურთალოს ძალიან არ გაუმართლა რომ პირველ ეტაპზე ასეთი ძლიერი გუნდი რომ შეხვდა, თუმცა 5-1 ნამეტანია და ეს არაა ბოლომდე გასამართლებელი
Haaland
21 სექტემბერი 2020 18:18
0
ქვემოთ მოითხოვეს, დაწერე ქართული გუნდი, სადაც ნაკრების 4 ფეხბურთელი თამაშობსო: მაგაკითად ბათუმის დინამო: გეგეჭკორი, ნავალივსკი, კობახიძე, ჯიღაური, დვალიშვილი, ნიგერიის ნაკრების ყოფილი მცველი ობოაბონა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ნათამაშები რეინალდო და ა.შ

თბილისის დინამო: კვასხვაძე, კობოური, ხარაბაძე, გაბედავა, თუ არ ვცდები პაპავაც და ქიმაძეც
კომენტარის პასუხი
21 სექტემბერი 2020 10:26
0
საკვირველია ამ პატარა ქვეყანას(800 000კაცი) საიდან აქვს ასეთი(შედარებით) მაღალი დონის ჩემპიონატი! მე 14 არის ამ წუთას რეიტინგით ევროპაში.უსწრებს შვეიცარიას,საბერძნეთს,ხორვატიას,პოლონეთს,დანიას და სხვა!
kaxa
21 სექტემბერი 2020 08:02
0
ნორმალურად ითამაშეს არ გაუმართლათ. ყველაზე მეტად ლორია შემეცოდა, კაი ბურთები აიღო მაგრამ სხვები ვერ აყვნენ.
პირველ გოლზე მცველმა 3 ნომერმა გააკეთა სისულელე, არა საჭირო დროს ზედ შეაჯდა იმათ თავდამსხმელს და უაზრო პენალტო აიკიდა. მეორე გოლზე გადაეფარა სამი კაცი და ვერ დაინახა ბურთი. მესამე საერთოდ ოქრის მარტივი შეცდომა იყო, ზედმეტი თავდაჯერების გამო რომ მოუვიდა. ცენტრში პასის გაკეთება არ შეიძლება დაცვაში. ეს დამწყებებმაც იციან. ცოდო იყო ლორია
არ გაუმართლათ
21 სექტემბერი 2020 02:33
1
ვერსად ვერ მოვიძიე წუხელ ეს თამაში ვერც hesgoalზე, ვერც livetvზე,სად ნახულობთ რომ ვიცოდე მეც...
ბაჩი
21 სექტემბერი 2020 12:26
0
Დაჯექი,ორიანი!
Georgian
21 სექტემბერი 2020 01:22
5
ანორთოსისი ჩვენს ჩემპიონატში რომ მონაწილეობდეს, ცხრილის შუაში იქნებოდა!
რომანა
21 სექტემბერი 2020 00:44
21
და კიდევ ნაკრების გამწვრთელი მწვრთელი რომ ჰყავდეს? აბა? რას არ იტყვით ხოლმე ...
ჰმმმმ...
21 სექტემბერი 2020 08:20
0
დაასახელე ქართული გონდი სადაც თამაშობენ საქართველოს ნაკრების 4 ფეხბურთელი და ხორვატიის ნაკრების ყოფილი მცველი.

იტყვით ხოლმე რა...
ჰმ
21 სექტემბერი 2020 02:30
0

სიახლეები პოპულარული