გიორგი ლორიას თამაშის გაყიდვაში დასდეს ბრალი - მიზეზი თავის გაქანებაა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტის "ანორთოსისის" მეკარე გიორგი ლორიას კვიპროსულმა მედიამ ბრალი თამაშის გაყიდვაში დასდო...

მიზეზი არ გაინტერესებთ?! პენალტის დარტყმის დროს თავის გაქანება, თითქოს ლორიამ მეტოქეს მიანიშნა, მარცხენა კუთხეში დამირტყიო...

სასაცილო ის გახლავთ, რომ ამ ფორმით უკვე ეზოებში თამაშისას არ ანიშნებენ ბავშვები ერთმანეთს. თუ თამაშის გაყიდვა სურდა, წინასწარვე ვერ შეათანხმებდა კუთხესაც?!

ამ ამბის გამო მოკვლევა კვიპროსის ფეხბურთის ეთიკის კომისიამ დაიწყო, თუმცა მისი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჯერ მხოლოდ მედია ეჭვებზე მიდის საუბარი და ყველაფერს მალე დაადგენენ.

ფამაგუსტის "ანორთოსისის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ
აღნიშნულ საკითხზე დასმული კითხვა იმდენად უსაფუძვლოდ ჩათვალა, რომ კომენტარიც არ გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
რადგან ასეთი ეჭვი არსებობს ყველა ვარიანტში მოუწევს იმის ახსნა და დასაბუთება თუ რატომ გააკეთა ასეთი საეჭვო ჟესტი. ევროპაში ქართველებს ძალიან ცუდი იმიჯი გვაქვს ქურდობის გამო და ახლა ესღა გვაკლდა ქართველი სპორტსმენები ღალატში დაადანაშაულონ.
რა დღეშია ერთ დროს საამაყო ჩვენი საქართველო
22 სექტემბერი 2020 20:15
10
ეტყობა ქართველების წინააღმდეგ ვიღაც პროვოკაციას-ანტირეკლამას იწყებს.
გივი-გია
22 სექტემბერი 2020 19:53
6
სახის გამომეტყველებაზე თუ დააკვირდებით და მის რეაქციებს თუ ნახავთ სხვა მომენტებზე მიმოხილვაში, მის მიერ გაშვებულ მეორე და მესამე გოლს ნახავთ რომ მთლად სუფთად არაა საქმე :) ღმერთმა ქნას არ იყოს სწორი, მაგრამ მე რაღაც მაიმუნობის სუნს ვგრძნობ :) ჩემი აზრია ეს და არავის ვახვევ თავზე
მდაა...
22 სექტემბერი 2020 19:46
13
შესაძლებელია რომ თავს აქნევს გარკვეული მიმართულებით, მაგრამ ეს მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ მოწინააღმდეგე დააბნიოს და არა მიანიშნოს!
რომელუ
22 სექტემბერი 2020 18:19
3
რა გიკვირთ... შარშან ღრმად პატივცემულმა ცრუპენტელა ალ. ელისაშვილმა კოხრეიძეს და რეხვიაშვილს დადო ბრალი "არარატთან" თამაშის გაყიდვაში. ბოდიშიც არ მოუხდია დღემდე... მაგ კაცუნას.
tngh
22 სექტემბერი 2020 18:17
15
ჰო, ცნობილმა "სერიოზულმა" კაცმა უთხრა...
tngh
23 სექტემბერი 2020 09:45
2
ხო, ეგრეა რას გაიგებ...
ზოგს თავის კარში გააქვს 2 გოლი...
არა მკითხე მოამბე
22 სექტემბერი 2020 19:45
9
თუ გაყიდვა უნდა ოა მნიშვნელობა აქვს კუთხეს უბრალოდ არ აიღებს და მორჩა, ვინ დაადანაშაულებს მეკარეს პენალტის ვერ აღებაში
ზორბეგი
22 სექტემბერი 2020 17:08
3

სიახლეები პოპულარული