ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

As: ბარახამ პაპუნაშვილი "სარაგოსაში" დატოვა

AutoSharing Option
As-ის ცნობით, მწვრთნელი რუბენ ბარახა ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილს მინიმუმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე "სარაგოსაში" დატოვებს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგურ მატჩებში შთამბეჭდავად არ უთამაშია. გუნდის თავკაცს მხარი დაუჭირა სპორტულმა დირექტორმა ლალო არანტეგიმ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგის ბელგიური, კვიპროსული, ბერძნული, რუსული და ნიდერლანდური კლუბები იწვევდნენ.

26 სექტემბერს "სარაგოსა" სეგუნდა დივიზიონზე თავის პირველ მატჩში "ლას პალმასს" უმასპინძლებს.