ოთარ კაკაბაძე "ტენერიფეში" გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველმა ოთარ კაკაბაძემ "ლუცერნი" დატოვა "ტენერიფეში" გადავიდა, - ამის თაობაზე ინფორმაციას კანარის კუნძულების კლუბის საიტი ავრცელებს.

"ტენერიფე" კაკაბაძეს სიხარულით მიესალმა, ფეხბურთელიც ძალიან გახარებულია და კლუბის საიტს კასტილიურად მიმართა:

"ესპანეთში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. "ტენერიფე" შესანიშნავი გუნდია. ფიზიკურად კარგად ვარ მზად. "ლუცერნში" და ნაკრებშიც ვითამაშე. ახალ გუნდს 100%-ით შემიძლია დავეხმარო. მე თავის გამოჩენის შესანიშნავი შანსი მომეცა".

შეგახსენებთ, ოთარი 2016-2018 წლებში ესპანურ "ხიმნასტიკში" ასპარეზობდა.

2 ტურის შემდეგ "ტენერიფე" სეგუნდა დივიზიონში 3 ქულით მეცხრე ადგილზეა და 27 სექტემბერს "მირანდესს"
უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ყოველ დილით ველოდები რომ შემოვალ საიტზე და დამხვდება ინფო ფიფიას დინამოდან წასვლის შესახებ,მაგრამ ამაოდ:(
gio
26 სექტემბერი 2020 13:42
0
კარგია სეგუნდას 4 გუნდში გვყავს ფეხბურთელები,იმედია ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნება 4ვე და ლა ლიგის მომავალ სეზონში 4ვე თუ არა 2წარმომადგენელი მაინც გვეყოლება. ამას პლუს იმედია ქოჩორაშვილიც უფრო მეტ ნდობას მიიღებს ამ სეზონში.
გიორგი ბათუმი 97
26 სექტემბერი 2020 12:30
0
მშვენიერი ტრანსფერია.ესპანეთის მეორე ლიგა საერთო დონით შვეიცარიის ჩემპიონატს სჯობს და უფრო რთული სათამაშოა.
Master
26 სექტემბერი 2020 09:42
0
Pipia cadi
Giorgi
26 სექტემბერი 2020 02:44
0
ჩისკომ რა თქვა წაგებაზე? რით ახსნეს ეს საუკუნის სირცხვილი? არავინ აპირებს რომ საზოგადოებას მოუბოდიშოს?
რომელუ
25 სექტემბერი 2020 23:38
4
ჩისკომ რა ქნას? ნორმალურ ფეხბურთელს არ აჩერებენ გუნდში ყველა გაყიდეს. ისე დინამოშიც მოსინჯონ ერთი ორი მწყემსი იქნებ გაამართლოს
David
25 სექტემბერი 2020 23:51
0
კარგი ხოშიანი ფეხბურთელია.წარმატებები ოთარს!
goga
25 სექტემბერი 2020 23:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული