ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ოთარ კაკაბაძე "ტენერიფეში" გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველმა ოთარ კაკაბაძემ "ლუცერნი" დატოვა "ტენერიფეში" გადავიდა, - ამის თაობაზე ინფორმაციას კანარის კუნძულების კლუბის საიტი ავრცელებს.

"ტენერიფე" კაკაბაძეს სიხარულით მიესალმა, ფეხბურთელიც ძალიან გახარებულია და კლუბის საიტს კასტილიურად მიმართა:

"ესპანეთში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. "ტენერიფე" შესანიშნავი გუნდია. ფიზიკურად კარგად ვარ მზად. "ლუცერნში" და ნაკრებშიც ვითამაშე. ახალ გუნდს 100%-ით შემიძლია დავეხმარო. მე თავის გამოჩენის შესანიშნავი შანსი მომეცა".

შეგახსენებთ, ოთარი 2016-2018 წლებში ესპანურ "ხიმნასტიკში" ასპარეზობდა.

2 ტურის შემდეგ "ტენერიფე" სეგუნდა დივიზიონში 3 ქულით მეცხრე ადგილზეა და 27 სექტემბერს "მირანდესს"
უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ