მაკარიძე ესპანურ ლიგას სასტარტო შემადგენლობაში იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე სეგუნდა დივიზიონის საწყის ტურში "ლუგოს" წინააღმდეგ გასვლაზე გასამართ მატჩი "ალმერიას" ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.

"ალმერია" სეგუნდას წლევანდელ სეზონში წამყვანი ადგილის დასაკავებლად და ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძოლებს, სასიამოვნოა, რომ ასეთ გუნდში ახლადმისულ ქართველ მეკარეს, ფაქტობრივად, კარის ძირითადი დარაჯის სტატუსი მიანიჭეს.

მაკარიძე დიდი ხანი თამაშობდა პორტუგალიის ჩემპიონატში და ესპანურ ლიგას ახლა მიაშურა. დიდი ალბათობით, ვლადიმირ ვაისი მოახლოებულ სანაკრებო შეხვედრებისთვის გიორგის ეროვნულ გუნდში იხმობს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მეკარეებში არ გვაქვს ცუდი სიტუაცია - ლორია, მაკარიძე და ძალიან მეიმედება ლოკოს მეკარის მამარდაშვილის - თუ ასე გააგრძელა პროგრესი, ექსტრა კლასის მეკარე დადგება
თენგაბი
15:52 27-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული