კვარაცხელიამ გაიტანა, პენალტიც მოიპოვა - ფლამარიონმაც გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ჩინებულად გაისარჯა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ახლა იმასაც ვერ უსაყვედურებენ, გოლის გატანა არ ეხერხებაო.

რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში "რუბინმა" ვოლგოგრადში 3:1 დაამარცხა "როტორი".

"როტორს" 10 ფეხბურთელი ჰყავდა კორონავირუსით დაინფიცირებული და ჩემპიონატის ორ და თასის ერთ მატჩში ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს. გუნდმა როგორც იქნა საჭირო რაოდენობის ფეხბურთელები შეიყვანა განაცხადში და თამაშის ჩატარების ნება დართეს.

მივყვეთ ქრონოლოგიურად: 42-ე წუთზე სტუმრები დესპოტოვიჩმა დააწინაურა. 49-ე წუთზე მასპინძელთა მცველი მანუჩარიანი გააძევეს. 59-ე წუთზე გოლი კვარაცხელიამ გაიტანა. ეს სეზონში მისი პირველი გოლია.
61-ე წუთზე ყაზანელთა კარი ჯოვინო ფლამარიიონმა დალაშქრა, რომელიც "რუბინში" ბათუმის "დინამოდან" გადავიდა. 74-ე წუთზე კვარაცხელიამ საჯარიმოში ბურთი შეიგდო, რომელიც მიქელთაძეს ხელზე მოხვდა და პენალტით შატოვმა ანგარიში 1:3 გახადა.

"როტორში" საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ბექა მიქელთაძე 53-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო ზურიკო დავითაშვილი განაცხადში არ იყო.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ძაან დონეა ჩვენი ბიჭი
Batumi90
27 სექტემბერი 2020 22:27
0
ეთეშჲ ჯიმა,ქიგიორზჲ დო სქანი შებული სტანდარტეფჲ სჲ გიაშქვჲ,ხოლო შეიჺებუდუ მითოღალა მარა პასჲ ვაგაფუდუ ოღოლამარჲ უკახალე,მითგაღინედ...
ბაჩი
27 სექტემბერი 2020 22:22
41
უნჯღორე ვაიჩქუნო, ბაჩი!
qomagi
28 სექტემბერი 2020 15:40
0
ბაჩი,სულ მინდოდა შენიშვნა მომეცა,მაგრამ თვითონ მეგრელი არა ვარ და ამიტომ ვერიდებოდი.არც დაწუნება(დისლაიქი) მომიცია ამის გამო,მაგრამ რას ამტკიცებ?რაღაც გარემოში სხვებისათვის გაუგებარ ენაზე საუბარი,თუ მათთვის გასაგებად საუბარი შეგიძლია,უზრდელობად და ამ ადამიანებისათვის უპატივცემულობად ჩაგეთვლება,ხოლო თუ თვლი,რომ მეგრელი ხარ და არა ქართველი,ეს უკვე გაუნათლებლობაა.ხომ კითხულობ გამოხმაურებებს და როგორ ატყობ,სხვებს ნაკლებად უყვართ,ან მოსწონთ ხვიჩა?ან თავისად არ თვლიან?ის ჩვენი სისხლი და ხორცია,ისევე როგორც შენ და გთხოვ,არ გინდა ასეთი საქციელი.არც ახლა მოგწერდი რაიმეს,მაგრამ გიორგიც მეგრელი ყოფილა და მანაც მოგითითა,ამ ნაკლზე.შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს,მთავარია,მისი გამოსწორება მოინდომო.ეს დაწუნებები(დისლაიქები),გულშემატკივრებისაგან მოცემული ჩუმი საყვედურებია.ის უკვე კაი ხანია გრძელდება და რაკი ვერ მიხვდი,გიორგიმ უკვე ხმამაღლა მოგითითა ამაზე.ახლაც არ გეტყოდი არაფერს,მაგრამ აქვე,უკვე სხვამაც მოგბაძა და ამის გამო გადავწყვიტე გამოხმაურება.გთხოვ,საწყენად კი ნუ მიიღებ შენიშვნებს,არამედ უფროსი მეგობრისაგან დარიგებად ჩათვალე.
სოსო
28 სექტემბერი 2020 12:01
1
ყველა გამოხმაურება
ვუყურე თამაშს და პირველი ტაიმი ჩააგდო მაგრამ მეორე ტაიმში დაგლიჯა, ფაქტია რომ ნებისმიერი მეტოქის მოტყუება შეუძლია და ჩაწოდება თუმცა რუბინის ცენტრფორვარდები აზრზე არ არიან 20 ჯერ გააკეთა ასი კვარამ და ყველა მეკარისკენ გარბის... ფაქტია რომ ხვიჩამ თუ უნდათ ტრენერებს რო შედეგი დადოს 90 წუთი უნდა ითამაშოს და უმეტეს შემთხვევაში ან პენალს აიკიდებს ან ყვითლებს აკიდებს მცველებს ან წითელს ან საგოლეს გააკეთებს ან კიდე გოლს შეაგდებს და მგონია რომ აქედან ერთერთი შემთხვევახ კი ერთი ფეხბურთელისთვის მშვენიერია სტატისტიკისთვის..
ილია ხანდახან მართალი
27 სექტემბერი 2020 22:22
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული