შეწყდა ხვიჩას 1369-წუთიანი უგოლო სერია - ის პენალტების მოპოვებაში უბადლოა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატზე "როტორთან" მოგებულ შეხვედრაში (3:1) "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, პენალტი მოიპოვა და "მატჩ პრემიერის" ექსპერტებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

მას აქამდე 15 მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი და უგოლო სერიამ 1369 წუთი შეადგინა.

ხვიჩამ მიმდინარე ტურნირზე მესამე თერთმეტმეტრინი მოიპოვა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. სულ პრემიერლიგაზე მის ანგარიშზე 5 მონადირებული თერთმეტმეტრიანია.

შეგირდი მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ აქო და თან გააკრიტიკა: "კვარაცხელიამ რამდენიმე მეტოქეს მიაღებინა ბარათი. გოლი ინდივიდუალური მოქმედების შედეგად გაიტანა.

მე დრიბლინგსა და კომბინაციურ თამაშს შორის ბალანსის მომხრე ვარ. ბოლოს
ხვიჩას მაგალითად, 5 საგოლე გადაცემის გაკეთება შეეძლო".

მკითხველის კომენტარები / 9 /
პენალტებს რატომ არ არტყმევინებენ? ბევრად უკეთესი სტატისტიკა ექნებოდა და თან ნელნელა უნდა დაიხვეწოს გოლების გატანაში და მართლა მაგარ ფეხბურთელს მივიღებთ
ka
28 სექტემბერი 2020 15:04
0
კარგია,შრომა უნდა გააგრძელოს,ყველაფერი აქ დიდი ფეხბურთი რომ ითამაშოს და მჯერა ითამაშებს კიდეც,რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრი ოფლი უნდა იდინოს განვითარება უნდა გააგრძელოს.
ziko
28 სექტემბერი 2020 14:59
0
დაარტყი რა ხვიჩა ეს შენი მოპოვებული პენალტები რაა...
ბაჩი
28 სექტემბერი 2020 13:50
1
ყოჩაღ ხვიჩა, გენაცვალე შენ. მალე მოვა ის დღე შენ რომ უნდა გაგვახარო. მჯერა ეს 8 ოქტომბერი იქნება. წარმატებას და გამარკვებას გისურვებ.
G.LA
28 სექტემბერი 2020 04:58
0
ეხლა უნდა ამას მწვრთნელი რომელიც უბურთოდ თამაშს ასწავლის რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ ფეხბურთში ჭირდება მწვრთნელი რომელიც წესიერად აუხსნის ტაქტიკის ნიუანსებს(( ისე კიარა ჩვენ უნაღლეს სასწავლებლებში რომ არი შემოვა ლექტორი წაიკითხავს მასალას მიუთითებს წყაროებს და მორჩა! და რა გამოდის გამოცდამდე სტუდენტი იზუთხავს,წლის ბოლოს როგორი ცარიელი გოგრა ედო მხრებზე ისეთივე ცარიელ გოგრას წააგორებს სახლში ეს დღვენდელი განათლების სისტემაა!!!)) მთავარია ხვიჩამ გაიაზროს რატოა საჭირო რატო უნდა აკონტროლო თამაშის ტემპი რომლის მთავარი დანიშნულებაა მოწინააღმდეგე გუნდის რიტმიდან ამოგდება შეტევა თავდადხმა შეტევა თავდასხმა სწტაფი ტემპი შემდეგ გარკვეულ მონაკვეთს ანეკებ მერე აჩქარებ მოულოდნელად პრესინგი და იწვწვს მოწინააღმდეგის დაბნევას მოკლედ არი ნიუნსები რომელიც გუნდის დისპეჩერმა აუცილებლად უნდა იცოდეს კიარადა მიყავს პროცესი ხვიჩა ღმერთმა და მშობლებმა ნიჭი გიბოძეს იშრომე ეხლა იშრომე და შენით არამარტო შენი ოჯახი და ნათესავები იამაყებენ არამედ მთელი საქართველო ხელის გულზე გატარებს....
კახა
28 სექტემბერი 2020 02:01
2
ხვიჩას ყველა თამაშს ვუყურებ,უმატებს ყოველ ჯერზე,მაგარია ძალიან, ეტყობა რომ ფეხბურთი მისთვის ყველაფერია,ბავშვით გულწრფელია და მონდომებული, მწვრთნელიც განგებამ შეურჩია , ხვიჩა, სამშობლო უნდა გაახარო ძმაო,აბა შენ იცი, გელოდებით ნაკრების თამაშებზე.წარმატებები
დევკალიონი
28 სექტემბერი 2020 01:05
0
ჩვენი მესი! გენაცვალე!
Ilia
28 სექტემბერი 2020 01:00
1
სლუცკინ კაი მწვრთნელია, იგი ხვიჩადან მაგარ ფეხბურტელს გაზრდის. დაგვენიშნა ნაკრების მწვრთნელად
eeee
27 სექტემბერი 2020 23:58
2
კვარაცხელია დღესდღეობით არის ტოპ ფეხბურთელი, საქართველოში ასეთი ფეხბურთელი არ გყვავს დღეისთვის
ვახო
27 სექტემბერი 2020 23:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული