შეწყდა ხვიჩას 1369-წუთიანი უგოლო სერია - ის პენალტების მოპოვებაში უბადლოა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატზე "როტორთან" მოგებულ შეხვედრაში (3:1) "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, პენალტი მოიპოვა და "მატჩ პრემიერის" ექსპერტებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

მას აქამდე 15 მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი და უგოლო სერიამ 1369 წუთი შეადგინა.

ხვიჩამ მიმდინარე ტურნირზე მესამე თერთმეტმეტრინი მოიპოვა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. სულ პრემიერლიგაზე მის ანგარიშზე 5 მონადირებული თერთმეტმეტრიანია.

შეგირდი მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ აქო და თან გააკრიტიკა: "კვარაცხელიამ რამდენიმე მეტოქეს მიაღებინა ბარათი. გოლი ინდივიდუალური მოქმედების შედეგად გაიტანა.

მე დრიბლინგსა და კომბინაციურ თამაშს შორის ბალანსის მომხრე ვარ. ბოლოს
ხვიჩას მაგალითად, 5 საგოლე გადაცემის გაკეთება შეეძლო".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ხვიჩას ყველა თამაშს ვუყურებ,უმატებს ყოველ ჯერზე,მაგარია ძალიან, ეტყობა რომ ფეხბურთი მისთვის ყველაფერია,ბავშვით გულწრფელია და მონდომებული, მწვრთნელიც განგებამ შეურჩია , ხვიჩა, სამშობლო უნდა გაახარო ძმაო,აბა შენ იცი, გელოდებით ნაკრების თამაშებზე.წარმატებები
დევკალიონი
01:05 28-09-2020
0
კვარაცხელია დღესდღეობით არის ტოპ ფეხბურთელი, საქართველოში ასეთი ფეხბურთელი არ გყვავს დღეისთვის
ვახო
23:33 27-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული