"რუბინიდან" "როტორში" იჯარის წესით გადასულმა ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა თავის მომავალსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე Sport24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:
- ჩვენ ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. თბილისის "დინამოს" საფეხბურთო სკოლაში ერთად ვთამაშობდით. ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ახლა კვარაცხელიას შეგვიძლია ქართველი მესი ვუწოდოთ. "ლოკომოტივმა" მისი გაშვებით დიდი შეცდომა დაუშვა.
- პანდემიის დროს შენ ხვიჩასთან ერთად რუსეთში ავტომობილით დაბრუნდი. როგორი იყო ასეთი მოგზაურობა?
- დიახ, მანქანით მოვდიოდით, თანაც ასეთ გზებზე... ძალიან რთული იყო. ჯერ ვლადიკავკაზში ჩავედით - საშინელი გზა იყო, თოვლით ჩაიხერგა და ჩაკეტეს. ერთი დღე სასტუმროში
გაჩერება მოგვიწია. ვლადიკავკაზიდან ყაზანში უნდა გავფრენილიყავით.
- "რუბინს" ეკუთვნი, მაგრამ იჯარით წასვლა მოგიწია. ასე რატომ მოხდა?
- ეს გადაწყვეტილება იმისათვის მიიღეს, რათა მეტი მეთამაშა. სლუცკისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, არავითარი პრობლემა. მითხრა, რომ ჩემ დაბრუნებას ელის. ძალიან მხიარული მწვრთნელია, მისი მუშაობის მეთოდები კოლექტივს აერთიანებს.