დე დეკერი: ჩაკვეტაძე თავს სულ უფრო უკეთ და უკეთ გრძნობს

AutoSharing Option
კიევის "დინამოსთან" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩის წინ "გენტის" მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ რთული პერიოდი გვაქვს და ჩემთვის მუშაობა ადვილი არ არის. ამას გარდა, დროშიც შეზღუდულები ვართ და შედეგია საჭირო. თუმცა, მე ვგრძნობ, რომ გუნდი უკეთ თამაშობს. რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაფერი არ გამოგვდის. ბოლო მატჩი "ლევენთან" ცუდად ჩავატარეთ, გამარჯვება ვერ შევძელით.

მოგება გვჭირდება, ფრე არ გვაწყობს. ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული დონეა. იქ მოსახვედრად ყველაფერს გავაკეთებთ. "დინამოს" შეუძლია დაცვაში ჩადგომა და სწრაფი კონტრშეტევების განხორციელება. ამისათვის მზად უნდა
ვიყოთ. სწრაფად თამაში და მომენტების შექმნა გვმართებს.

ჩაკვეტაძე თავს სულ უფრო უკეთ და უკეთ გრძნობს. ვიმედოვნებთ, რომ მზად იქნება. მედპერსონალი მას აკვირდება. ითამაშებს თუ არა, ამის გადასაწყვეტად კიდევ ერთი დღე გვაქვს. დღეს ვარჯიშზე დავაკვირდებით".

ამ გუნდების პირველი შეხვედრა ბელგიაში "დინამომ" 2:1 მოიგო, საპასუხო კი დღეს ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული